ირანის დედაქალაქ თეირანში, ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Haber Global ავრცელებს.
თეირანის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის, ჯალალ მალეკის თქმით, ადგილზე სამი სახანძრო მანქანა მუშაობდა.
“აფეთქებამ დააზიანა როგორც შენობა, ასევე მიმდებარე შენობები და იქვე გაჩერებული მანქანები“, – განაცხადა მალეკიმ.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება შენობაში ჟანგბადის ბალონების გამო მოხდა.
“მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გარდაიცვალნენ”, – დასძინა მან.










