საპატრიარქოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე, PHR-ის თავმჯდომარის, ანა აბაშიძის განცხადებას, რომ ნინოწმინდის პანსიონი “ბოროტების ბუნაგია”, Facebook პოსტით უპასუხა: “აუცილებლად გაგცემთ პასუხს, და შევაფასებთ ამგვარ შეურაცხყოფებს” – წერს ჯაღმაიძე.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 20 ბენეფიციარი უკვე გამოიყვანეს. პანსიონში პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” სარჩელი დააკმაყოფილა, რომლის თანახმადაც ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გაეყვანათ.
გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.










