“ასსაფეხურიანი კიბის” რეაბილიტაციის პროექტისთვის საჯარო განხილვები მოეწყობა – ამის შესახებ ინფომაციას ქუთაისის მერია ავრცელებს:
“ქუთაისის “ასსაფეხურიანი კიბე” ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. იგი ქუთაისის ისტორიის ნაწილიცაა უკვე. სწორედ ამიტომ, ქალაქის მერიამ საჭიროდ მიიჩნია, “ასსაფეხურიანი კიბის” რეაბილიტაციის პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული მოსახლეობა. ამ მიზნით, რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვები მოეწყობა და საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მოსაზრებები და შენიშვნები.” – ნათქვამია ქუთაისის მერიის გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მერიის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტი, მას შემდეგ შეწყდა, რაც გამარჯვების პრედენდენტი უკვე გამოკვეთილი იყო. რაც შეეხება პროექტს, მერიამ მის შესაძენად 30 ათასი ლარი ტენდერით გამარჯვებულ კომპანიას გადაუხადა.