LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ასობით უცხოელი ფეხზე იდგა და ქართულ კულტურას ტაშს უკრავდა-რას წერს ქუთაისელი გოგონა

დაპოსტა 2022/11/28-ში
1.3k
ნახვა
გაზიარება
ქუთაისელმა გოგონამ ანასტასია ლელაძემ , რომელმაც ჰარვარდის უნივერსტეტში ჩააბარა. პირველკურსელტა ტალენტების შოუზე  ქართული ცეკვა  ჯეირანი გაიტანა და ასე გააცნო მისი ქვეყანა უცხოეთს.
“Დავფაცურდი, გავამზადე ყველაფერი და მეორე დღეს თეატრში გავიქეცი. Მარტომ ძლივს ჩავიცვი, მაკიაჟზე რაღაც ვიცოდვილე და ამასობაში კონცერტიც დაიწყო. კულისების ეკრანიდან ვუყურებდი რა სასწაულად უკრავდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, გადაჭედილი დარბაზი ოვაციებით რომ არ ცხრებოდა…
წამყვანებმა გამომაცხადეს – ქართული ნაციონალური ცეკვა “ჯეირანი”. Გავედი სცენაზე და გამოჩენისთანავე მაყურებელმა ტაში შემომაგება. Ამან საოცრად გამამხნევა, იმიტომ რომ ერთადერთი გამომსვლელი ვიყავი, რომელსაც ტაში შესრულებამდეც დაუკრეს. Ოღონდ ეს ჩემი დამსახურება ნამდვილად არ იყო, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა “მარიონელას” გადავუხადო. ( Marina Ugulava Lela Turdzeladze) ვიდეოებში და ფოტოებში ნახევარიც არ ჩანს, არადა Ქართული Კაბა სცენას ისე მოუხდა, ისეთი ეფექტური გამოდგა, რომ ცალკე აპლოდისმენტი მიიღო.
Მუსიკა შეწყდა. ბოლო პოზიციაში გავშეშდი. ჩემთვის უსასრულო და სინამდვილეში ორწამიანი პაუზის შემდეგ, დარბაზი ტაშის ხმამ გაავსო და აუდიტორია ფეხზე წამოდგა. უბედნიერესი ვიყავი – მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას ასობით უცხოელი ფეხზე იდგა და ქართულ კულტურას ტაშს უკრავდა!
Კონცერტის შემდეგ, თეატრიდან ჩემს ოთახში მიმავალს ყველა ნაცნობი და უცნობი მილოცავდა. Რა მაგარი იყოო, ქართული ცეკვა რა ლამაზი ყოფილაო, მეუბნებოდნენ. ეს მართლა ნაციონალური კაბააო, მეკითხებოდნენ… მეგონა მეორე დღეს ვეღარ მიცნობდნენ, მაგრამ დაახლოებით 10 დღე იგივე მეორდებოდა. Თან ისეთ რაღაცებს მეუბნებოდნენ, მათ ემოციებს სიყალბეს ნამდვილად ვერ დასწამებდი. Უცნობი მეუბნება, Სამი კაცი ერთად გიყურებდითო, ერთანეთს ვეჯიბრებოდით ხელის მოძრაობებს შენსავით ვინ გააკეთებდა და ვერაფრით ვშვრებოდითო… ერთმა მითხრა, ისეთი ილეთები იყო და კაბა ისე მოძრაობდა ადამიანს ეგონებოდა, მოცეკვავე წყალზე ლივლივებსო…
Ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ ამ ამბავში სხვა რამე უფროა მნიშვნელოვანი. Კონცერტის შემდეგ დღემდე, ახალ ადამიანს როცა ვიცნობ, აუცილებლად ვიღებ კითხვას – შენ ხომ არ ხარ ის გოგო, ტალანტ-შოუზე ქართული ცეკვა რომ იცეკვაო. თითქოს პატარა რამეა, მაგრამ მანამდე რომ ვიტყოდი საქართველოდან ვარ-მეთქი, ბევრმა არ იცოდა ასეთი ქვეყანა საერთოდ თუ არსებობდა. Ახლა კიდევ პირიქითაა, იგივე ხალხი ზუსტად იმით მცნობს, რომ ქართველი ვარ…”-წერს ანასტასია .

ქუთაისელი ანასტასია ლელაძის ემოციები, როდესაც გაიგო, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა (+ვიდეო)

თეგები: 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდშიანასტასიაანასტასია ლელაძე
გაზიარება526

დაკავშირებული -პოსტები

ხელვაჩაურში ქალის ცხედარი იპოვეს

იანვარი 27, 2026
333
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სალიბაურისა და სოფელ ჩელტას მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალის ცხედარი იპოვეს.   ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.   ადგილზე საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

27 იანვრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

იანვარი 27, 2026
34
ამინდი

27 იანვარს,  სინოპტიკოსები საქართველოში ღრუბლიან და ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ცალკეულ რაიონებში ქარია მოსალოდნელი. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -6 გრადუსი, მესტიაში დაფიქსირდება. რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდს, ქალაქების მიხედვით, ის ასე გამოიყურება: სოხუმი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 26, 2026
2.2k
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და...

დაწვრილებითDetails

“აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას” – ერთ-ერთი ბრენდის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა

იანვარი 26, 2026
975
მთავარი

მცენარეული ზეთი ყოველდღიური მოხმარების სურსათია და მალფუჭებად და სარისკო პროდუქტების სიაში არ არის, მაგრამ არაჯანსაღ ცხიმებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია. აზერბაიჯანიდან შემოტანილ ზეითუნის ზეთში დარღვევები გამოვლინდა  დადგინდა 3-MCPD-ის...

დაწვრილებითDetails

27 იანვარს საქართველოში ნინოობა აღინიშნება

იანვარი 26, 2026
78
მთავარი

27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

იანვარი 26, 2026
528
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი შექმნა. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მისი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია სუს-ის თანამშრომლის ვინაობა, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

იანვარი 26, 2026
364
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილია 52 წლის სიმონ წაქაძე, რომელიც უწყებაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

იანვარი 26, 2026
179
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6937 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6941 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა

იანვარი 26, 2026
376
მთავარი

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ზვავის მასა ჩამოწვა. აღნიშნულის გამო, ამ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

იანვარი 26, 2026
375
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური მათი უწყების თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს: კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».