“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათი ზესტაფონის ორგანიზაციის წევრს და ყოფილ პოლიციელს მანქანა დაულეწეს.
პოლიტიკოსი Facebook-ზე შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს.
“ჩვენი ზესტაფონის ორგანიზაციის წევრს, ჩვენს მეგობარს და ყოფილ პოლიციელს მამუკა დათიაშვილს მანქანა დაულეწეს.ასე დახვდა დილას”, – წერს ხატია დეკანოიძე.










