LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ასეთი სიმღვრივე შავ ზღვაში არასოდეს და არსად არ დაფიქსირებულა, ზიანი კატასტროფულია – არჩილ გუჩმანიძე

ასეთი სიმღვრივე შავ ზღვაში არასოდეს და არსად არ დაფიქსირებულა, ზიანი კატასტროფულია – არჩილ გუჩმანიძე

დაპოსტა 2025/09/22-ში
A A
111
ნახვა
გაზიარება
“45 წლის ვარ, ერთი ზღვაში არ დავბადებულვარ, თუმცა ლამის ზღვაში გავიზარდე, მაგრამ: “ასეთი ზღვა მე არ მახსოვს”. ამაზე ბევრად მძლავრ შტორმსაც მოვსწრებივარ, უფრო მეტი გამორიყული დრიფტვუდიც მინახია სანაპიროზე, მაგრამ ასეთი სიმღვრიე და ფერი არასოდეს ქონია ამ ზღვას, სპეციალურად გავზომე (ტურბიდომეტრით), თან სამჯერ და თან მდინარიდან შორს – საზღვაო აკადემიის წინ, სიმღვრივე დაფიქსირდა 2560 NTU (მინიმალური,) ასეთი სიმღვრივე შავ ზღვაში არასოდეს და არსად არ დაფიქსირებულა, კახოვკის კაშხალი რომ აააფეთქეს მაშინაც, 2650 NTU ( რეალურად უფრო მეტია) ლეთალურია ლითორალური ცენოზების ბინადრების უმრავლესობისთვის. სანაპიროს ბიომრავალფეროვნებისთვის ზიანი კატასტროფულია. ეს შედეგია არა მხოლოდ წვიმების და შტორმის – წვიმებიც და შტორმიც, ამაზე ბევრად ძლიერი სულ იყო და იქნება, ესაა შედეგი ფაქტიურად ზღვის ყველა მკვებავი მდინარიდან ქვიშა-ხრეშის მტაცებლური და გაუაზრებელი მოპოვების.
სანამ დროა ეს უნდა გაჩერდეს!” – წერს სოციალურ ქსელში ზღვის ბიოლოგი, ეკოლოგი არჩილ გუჩმანიძე.
როგორც არჩილ გუჩმანიძე “ბათუმელებთან” ინტერვიუში ამბობს ასეთი სიმღვრივე შავ ზღვაში არასოდეს და არსად არ დაფიქსირებულა. მან სპეციალური ხელსაწყოებით შეისწავლა შტორმის დროს ზღვის სიმღვრივე, მაჩვენებელი კატასტროფულიაო, გვიყვება ბიოლოგი და განმარტავს, რომ ეს შემთხვევა აჩვენებს, როგორ ვანადგურებთ მდინარეებს და ზღვის ეკოსისტემას.

„პრობლემა არის ის, რომ ჩვენი მდინარეები ვერ ასრულებენ იმ ფუნქციას, რასაც ისინი ისტორიულად ასრულებდნენ – მიდის ქვიშა-ხრეშის აბსოლუტურად გაუაზრებელი მოპოვება: მოიპოვებენ ყველგან, მოიპოვებენ ნებისმიერი ოდენობით… თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ: მოვკლავთ მდინარეებს, მოვკლავთ ზღვას, ტალახში არავინ იბანავებს, აღარც ტურიზმი გვექნება და მაშინ რაღად გვინდა ეს მშენებლობა?“ – კითხულობს გარემოსდამცველი.

  • ბატონო არჩილ, სოციალურ ქსელში წერდით, რომ „ასეთი სიმღვრივე შავ ზღვაში არასოდეს და არსად არ დაფიქსირებულა“, რასთან გვაქვს საქმე?

გუშინ [20 სექტემბერი] დღის საათებში გავზომეთ სიმღვრივე ორი აპარატით. ეს იყო ტურბიდომეტრი – სპეციალური ხელსაწყო, რომელიც ზომავს სიმღვრივეს 10 000 NTU-მდე და აჩვენა 2650. უფრო მაღალი მაჩვენებლებიც იყო, მაგრამ ყველაზე დაბალი იყო ეს – 2650.

ეს ძალიან მაღალი, წარმოუდგენელი მაჩვენებელია. უბრალოდ, ვინც ამ სფეროს სპეციალისტი არ არის, მისთვის შესაძლოა, ამის აღქმა არის ძალიან რთული. რას ნიშნავს 2650 NTU? – 50 NTU-ზე ზევით უკვე ჰიდრობიონტებს ექმნებათ სერიოზული პრობლემები.

ზღვის ეკოსისტემისთვის განსაზღვრული არ არის ზღვრულად დასაშვები სიმღვრივის კონცენტრაცია NTU-ში. არის სანიტარული ნორმები, სხვა ნორმები, მაგრამ ეკოლოგიური ნორმა დადგენილი არ არის. რომ ავიღოთ საერთაშორისო, საყოველთაოდ მიღებული ნორმა, მაქსიმუმ 51-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ კონცენტრაციას – 500-ზე ზევით უკვე მთელი რიგი ჰიდრობიონტებისთვის არის სასიკვდილო.

  • გამოდის, სერიოზული საფრთხე ემუქრება შავი ზღვის ეკოლოგიურ სისტემას?

მე თვითონ არ ვენდე საკუთარ თავს. მეთქი, რაღაც შეცდომაა ხომ არაა?

წავედით, მოვიტანეთ სპეციალური ცილინდრი. სიმღვრივე იზომება, როგორც ტურბიდომეტრით, ასევე არის ძველი მეთოდი: სპეციალური ცილინდრია, ამ ცილინდრში ასხამ წყალს და მერე დანალექის პრინციპით რაც დაილექება, აჩერებ გარკვეული დროის განმავლობაში, დანალექის მიხედვით უკვე განსაზღვრავ, რამდენია სიმღვრივე. ამ ცილინდრმა აჩვენა 1000 NTU. 1000 აჩვენა იმიტომ, რომ ეგ ცილინდრი 1000-ზე ზევით ვერც ზომავს, მეტის გაზომვა მას არ შეუძლია.

მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან, უცხოეთში. მათ გავუგზავნე, როგორც ფოტო, ისე ვიდეო მასალა. ეს სიმღვრივე არ იყო გაზომილი მდინარის შესართავთან – საზღვაო აკადემიის წინ გავზომე. ჩემმა კოლეგებმაც დამიდასტურეს, რომ ასეთი ოდენობის სიმღვრივე შავი ზღვის სანაპიროზე არსად არ დაფიქსირებულა.

აი, კახოვკის კაშხალი რომ ააფეთქეს და უზარმაზარი მასები შევიდა ზღვაში, კატასტროფა იყო, იმ დროსაც კი არ იყო ეს მაჩვენებელი. იქ სადღაც 800-მდე იყო, თქვენ წარმოიდგინეთ და აქ იყო 2650.

  • ეს მაჩვენებელი, რაც თქვენ ახლა დააფიქსირეთ, არასდროს ყოფილა შავ ზღვაში?

ისტორიაში არ ყოფილა საერთოდ. რა მონაცემებიც მე მაქვს – ისტორიული და მიმდინარეც –  ასეთი რამ არასოდეს არ ყოფილა. ჰიდროქიმიკოსებმაც ეს დამიდასტურეს, რომლებიც კონკრეტულად ამ საკითხებზე მუშაობენ. მათი შეკითხვა იყო, რა მოხდა, რა გასკდა? ვუთხარი, რომ არაფერი არ გამსკდარა, არაფერი აფეთქებულა, უბრალოდ განაგრძეთ კითხვა

გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი
მთავარი

17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...

დაწვრილებითDetails

პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“
მთავარი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....

დაწვრილებითDetails

28 000-მდე ლარი მოტყუებით ჩაარიცხინა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.   საქმეზე...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის...

დაწვრილებითDetails

როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება – რას წერს მოკლული ბიჭის დეიდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
თბილისში მოკლული არასრულწლოვანი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა
მთავარი

მკვლელობა თბილისში. მოკლულია 17 წლის ბიჭი. შემთხვევა ლოტკინის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"