ხელოვნურ კომაში მყოფმა დედამ არ იცის, რომ შვილი გარდაეცვალა – ამ გულისამაჩუყებელ ისტორიას ემიგრანტთა საინფორმაციო ვებ-გვერდი ავრცელებს, რომელსაც “პრაიმტაიმი” გთავაზობთ. ტრაგიკული შემთხვევა იტალიაში მოხდა.
51 წლის, პაოლა პირასი თითქმის, 40-დღიანი ხელოვნური კომიდან გამოვიდა. კომაში მყოფ ქალს, ყოფილმა მეგობარმა მამაკაცმა, წარმოშობით პაკისტანელმა მასდ შაჰიდმა დანით, 18 ჭრილობა მიაყენა.
19 წლის ვაჟმა, მირკომ დედის დაცვა სცადა, რის შედაგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
ინფორმაცია, ამ ტრაგედიის შესახებ „La Nuova Sardegna“-მ გაავრცელა, ხოლო „ANSA“-ს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა, სადაც ქალი იქნა მოთავსებული ინფორმაციის ნამდვილობა დაუდასტურა.