ოპოზიცია აბსოლუტურად ერთიანია საკუთარ პოზიციაში. ორივე საკითხი არის ის შეთანხმება, რომელიც დიპლომატების შუამავლობით იქნა მიღწეული და აუცილებლად უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა.
„არ იქნება მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე. მათ სჭირდებათ იგივე წამალი, რამაც უშველა მარტში. ეს წამალი იქნება, მე გარანტიას გაძლევთ. კოსტიტუციით გათავალისწინებულ ყველა ზომას მივმართავთ. თუ საჭირო იქნება, ვაპირებთ აქციებსაც“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზეც. 11 მაისს არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.