“მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით საჩივრის შინაარს, კომპანია არ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში.” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნამახვანჰესის მშნებელი კომპანია “ენკა” განცხადებას ავრცლებეს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“კომპანია “ენკა რინიუებლზ” ყველა თავის მოქმედებას ახორციელებს არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც დასტურდება შესაბამის უწყებებთან წარდგენილი საჭირო დოკუმენტაციით. კომპანიის ნებისმიერი აქტივობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ასევე შიდა მონიტორინგის სამსახურების მიერ, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით.
სასამართლოში განხილული საკითხი უკავშირდება ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების ვადების განსხვავებულ ინტერპრეტაციას, 2020 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით. დღეისათვის, ყველა კითხვაზე გაცემულია პასუხი და შესაბამისად, ვთვლით, რომ საკითხი ამოწურულია.
აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ მხარეთა შორის მსგავსი საკითხების გადაწყვეტა რეგულირდება არსებული ხელშეკრულების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, გარემოსდაცვის სამინისტროს არერთგზის გავუგზავნეთ წერილობითი დასაბუთება და არგუმენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით საჩივრის შინაარს, კომპანია არ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია მოქმედებს მისთვის ნებართვებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.” – ნათქვამია “ენკას” განცხადებაში.