ქუთაისში, მერაბ კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც ტენდერში შესული ბოლო ცვლილების მიხედვით, 18 ოქტომბერს უნდა დამთავრებულიყო, ისევ გრძელდება.აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოების დასრულების თარიღმა ხუთჯერ გადაიწია. კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ წელზე მეტია, მიმდინარეობს. კომპანია “ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს ფილიალი” სამუშაოებს 2 198 732 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.
როგორც ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა “მეგა ტვ”-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კომპანია არ გამოდგა სინდისიერი და სამუშაოები გაჭიანურდა.









