პირველად ათწლეულების შემდეგ, არსებობს რისკი, რომ მსოფლიო ბაზარზე რუსული ხორბალი არ გაიყიდოს, – ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის ცნობით, რუსეთმა ექსპორტის „ფანჯარა დახურა“ და კორონავირუსის პანდემიის ფონზე, უცხოეთის ბაზრებზე ხორბლის გაყიდვა შეაჩერა.
მანამდე რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლის გაყიდვაზე ფასის ზრდის რისკის გამო დროებითი ექსპორტი დაუშვა და 30 ივნისამდე ექსპორტის კვეოტამ 7 მილიონი შეადგინა. თუმცა ეს „ფანჯარა“ მალე დაიხურა და 26 აპრილს რუსეთმა უცხოეთის ბაზრებზე ხორბლის ექსპორტი აკრძალა. ეს შეზღუდვა 2020 წლის 1-ელ ივლისამდეა ძალაში.
„იმპორტიორების მოთხოვნა ხორბალზე და დასუსტებული რუბლი, რუსულ ხორბალს მიმზიდველს ხდის“, – წერს გამოცემა.
Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის მაგალითი რამდენიმე ქვეყანამ გაიზიარა. „გაჩნდა გლობალურ ვაჭრობაში ცვლილებების საფრთხე, რაც ნედლეულზე დეფიციტის და ფასები ზრდის შიშებს იწვევს“, – წერს გამოცემა.