ინგრედიენტები:
- ფორთოხალი – 1
- მიხაკი – 3 ცალი
- დარიჩინის ჩხირი – 2
- შაქარი – 60 გ
- წითელი ღვინო – 750 მ ლ
- ლიმონი – 1/4
- სურნელოვანი პილპილი – 5 ცალი
მომზადების წესები:
ჩავასხათ ღვინო ქვაბში და გავაცხელოთ. ჩავამატოთ შაქარი, ნახევარი ფორთოხლის წვენი და სანელებლები, ცეცხლს დავუწიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ავადუღოთ. ჩავამატოთ დაჭრილი ლიმონი და დარჩენილი ფორთოხალი.ჩამოვასხათ ჭიქებში და მივირთვათ ცხელ-ცხელი. გლინტვინი გაგვათბობს, მოგვადუნებს და ხასიათს გამოგვიკეთებს.