ზუგდიდში საახალწლოდ ხელისუფლებამ პრემიები კიდევ ერთხელ ჩაირიცხა – მერიის ყველა თანამშრომელმა და უწყებას დაქვემდებარებულმა პირებმა ხელფასის 70% მიიღეს, მერიის მაღალჩინოსნებმა კი 100%.
“პრემია არ არის, ეს არის ფულადი ჯილდო, დანამატი, ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც ისევე კეთილსინდისიერად იმსახურებს და მოემსახურება საკუთარ მუნიციპალიტეტს, არასდროს მომერიდება როგორც ფულადი ჯილდო, ასევე, მადლობის გამოცხადებით გამოვხატო ეს ყველაფერი.
ასე რომ, ეს არის დამატებითი სტიმული საჯარო მოხელისთვის, რათა მან გააგრძელოს და უფრო კეთილსინდისიერად ემსახუროს თავის მუნიციპალიტეტს”, – თქვა მერმა, მამუკა წოწერიამ.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს მუშაობა ჯერ კიდევ არ დაუწყია.










