LIVE TV
პარასკევი, დეკემბერი 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“არაფრისგან სკანდალს ვერ შექმნით!” – კობახიძე

დაპოსტა 2025/12/05-ში
35
ნახვა
გაზიარება

BBC როცა ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს. როდესაც ადამიანებს მიმართვიანობა არ ჰქონდათ და ერთადერთი, ხელში შეგრჩათ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, ნუღარ ეცდებით თუთიყუშიდან სკანდალის შექმნას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც BBC-ის საგამოძიებო მასალაზე ისაუბრა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა“.

„მე არ ვიცოდი და თან გაირკვა, რომ მამა-შვილ ჩახუნაშვილების სამეცნიერო სტატია თურმე იწყება პოლიტიკური აბზაცებით და განცხადებებით. BBC როცა ეყრდნობა, ზოგადად, მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ კონკრეტულ ტელევიზიაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ არაფრიდან სკანდალს ვერ შექმნით. როდესაც ადამიანებს მიმართვიანობა არ ჰქონდათ და ერთადერთი, ხელში შეგრჩათ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, ნუღარ ეცდებით თუთიყუშიდან სკანდალის შექმნას. გამოძიება შეისწავლის, ვინ იყო ჩართული ამ მტრულ საქმიანობაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. [რა ნივთიერება იყო] მაგასაც დამატებით შეისწავლის, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ვინ იყო ჩართული მტრულ საქმიანობაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა, მაგრამ ამით თქვენ სკანდალს ვერ შექმნით,“ -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, ჟურნალისტს, კითხვაზე, თუ რა ნივთიერება არის გამოყენებული, პრემიერი ასე პასუხობს: „ნუ ნერვიულობთ, თუთიყუშიც კარგად იქნება“.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა

დეკემბერი 12, 2025
690
მთავარი

მარნეულში N4 საჯარო სკოლაში თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოსწავლეს დაზიანებები თავისა და კისრის არეში აღენიშნებოდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივი მედიის, Marneulinews-ს ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს უქმეებზე

დეკემბერი 12, 2025
32
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6985 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006...

დაწვრილებითDetails

შეიქმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების ერთიანი ბაზა

დეკემბერი 12, 2025
60
მთავარი

ივანიშვილის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის – ივანიშვილის პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მე-3 მოსმენით დაუჭირა მხარი. დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

ავარია ქობულეთში

დეკემბერი 12, 2025
529
მთავარი

ავარია სოფელ მუხაესტატეში, ცენტრალურ გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა.

დაწვრილებითDetails

გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და განვაახლეთ გამოძიება – ირაკლი კობახიძე

დეკემბერი 12, 2025
19
მთავარი

20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით, განვაახლეთ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოს მერია საახალწლოდ დეკორაციებისა და განათებებისა შესყიდვისათვის 115 450 ლარს გადაიხდის

დეკემბერი 12, 2025
43
მთავარი

წყალტუბოს მერია საახალწლოდ დეკორაციებისა და განათებებისა შესყიდვისათვის 115 450 ლარს გადაიხდის-NAT250019855 მერიამ უკვე ჩაიბარა დეკორაციები და განათებები, მიწოდება შპს "დანდი"-მ უზრუნველყო ასევე წყალტუბოს მერიამ  3250  ლარი გამოყო ფეიერვერკის შესყიდვის მიზნით. 

დაწვრილებითDetails

ხონის მერია საახაწლოდ 405 შეჭირვებულ ოჯახს სასაჩუქრე ნობათის გადასცემს

დეკემბერი 12, 2025
25
მთავარი

ხონის მერია საახაწლოდ 405 შეჭირვებულ ოჯახს სასაჩუქრე ნობათის გადასცემს ტენდერი უკვე გამოცხადებულია(NAT250020911). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24`575 ლარია სასაჩუქრე ნობათი უნდა  მოიცავდეს  შემდეგი სახის პროდუქტს: 1) ქათამი გაყინული 2) ზეთი 3)...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2025’’ იხსნება

დეკემბერი 12, 2025
11
მთავარი

13 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში იხსნება ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2025’’. „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული და ყველაზე ფართოდ გავრცელებული კულტურულ ღონისძიებათა ერთობლიობა. ის ევროპის კულტურული კონვენციის,...

დაწვრილებითDetails

კორპორაცია მაგისტრალური გაზსადენის „ქუთაისი-სოხუმის“ 300 მეტრიან ახალ მონაკვეთს აშენებს

დეკემბერი 12, 2025
33
მთავარი

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძე ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიასტერიტორიაზე, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „ქუთაისი-სოხუმის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო. „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენი ბუნებრივი აირით სამეგრელოს რეგიონს ამარაგებს. მილსადენის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

დეკემბერი 12, 2025
352
მთავარი

დიდ დიღომში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი 29 წლის სერგი შტააძეა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.   ახალგაზრდა კაცის ცხედარი დიდ დიღომში გუშინ იპოვეს. ის სამი დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».