“არასამთავრობოები ჩირგვებში არიან ჩამძვრალი, აწყობთ ნაცებს? მაშინ ხმას იღებენ. არ აწყობთ? მაშინ არა” – ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ახალაძემ სახალხო დამცველის აპარატი და არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა.
მან თბილისში მიმდინარე აქციებზე მომხმდარი რამდენიმე ფაქტი გაიხსენა:
“ყველაზე დიდი პროტესტი გამოიწვია იმან რომ ხატების შეურაცხყოფა მოხდა. ამ შემთხვევაში არასმათვარობოებმა ხმა არ ამოიღეს, არავინ არ დაგმო, ჩემთვის მიუღებელია. ამდენად მე ეს გავაპროტესტე.
პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტი ავიღოთ. ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეურაცხყოფით მოექცა სამართალდამცავს, ომბუცმენის დამოკიდებულებას ვაპროტესტებ, რატომ ხმას არ იღებს ლომჯარია. ეს ფაქტი ისეთ დონეზე უნდა წამოწეულიყო რომ, ვაშაძეს პასუხი ეგო, ბოდიში მოეხადა. მაგრამ რა დასკვნა გააკეთეს, არაფერი. არავითარი რეაგირეა. ყველა არასამთავრობოები ჩირგვებში არიან ჩამძვრალი, აწყობთ ნაცებს? მაშინ ხმას იღებენ. არ აწყობთ? მაშინ არა.” – განაცხადა ალეკო ახალაძე.