„დღეს, პოლიციელის დღეა. ჩვენთვის, პოლიციელებისთვის ეს ერთგვარი სიამაყისა და მადლიერების დღეა.
დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ მაქვს პატივი თქვენთან ერთად ვიზეიმო პოლიციელის დღე, მინდა მოგმართოთ, თითოეულმა თქვენგანმა იცოდეთ, რომ არავის მივცემ უფლებას შელახოს თქვენი ღირსება და პატივი. გწამდეთ, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსების დამცველი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.










