LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“უწმინდესს ვუთხარი და ღირსეული პასუხიც შევუთვალეთ უკან” – მეუფე იაკობი ამბობს რომ მისი განცხადება სიმართლეა

არავისი ნიანგის ცრემლები არ გვჭირდება, არც ევროპელების და არც ჩვენი – მეუფე იაკობი

დაპოსტა 2022/07/09-ში
A A
87
ნახვა
გაზიარება

ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საკუთარ ქადაგებაში ეხმაურება.

„დიახაც, ევროპამ ჩვენგან უნდა ისწავლოს ქრისტიანობა. ჩვენ არ ვიცით არავის მიტოვება. მინდა ჩემი გულისტკივილი ვთქვა – 30 წელია, საბჭოთა იმპერიიდან გამოვედით. მსოფლიო ცივილიზებულმა საზოგადოებამ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა, არ მინდა უფრო მძიმე სიტყვა, დანაშაული ვთქვა, როდესაც ჩვენ არ მიგვიღო ცივილიზებული ქვეყნების რიგებში.

ბალტიისპირეთი მიიღო და ჩვენ არ მიგვიღო. მეხსიერება ასეთი იყო, რომ სადღაც სტალინის ეპოქაში იყო დაპყრობილი ბალტიისპირეთი. ჩვენ თუ მანამდე რუსეთის იმპერიის მიერ ვიყავით დაპყრობილი და მერე საბჭოთა იმპერიის მიერ, ჩვენ ყურადღება არ მოგვაქციეს.

სამწუხაროდ, ჩვენში მკვლელი ომი იყო, თბილისის ომს რომ ეძახიან. მერე იყო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ომი და რატომღაც ივიწყებენ, რომ ისიც რუსეთთან ომი იყო. მერე იყო 2008 წელი და იქაც მიგვატოვეს.

სულხან საბა რომ ევროპაში ჩავიდა, რა დაემართა, რა ქნა მაშინდელმა ევროპამ, უკან გამოაბრუნა, არ დაგვიდგა მხარში. შემდეგ იყო ამბროსი ხელაია, მისწერა გენუის კონფერენციას და არსაიდან ხმა და არსით ძახილი.

როცა ამერიკაში ვიყავით, იქ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ განვითარებული, ძლიერი, ჭკვიანი ერი ვართ, როცა ომია, ომიც ვიცით, როცა უკანდახევაა საჭირო – ეგეც.

სანამ ევროპარლამენტი მიიღებდა გადაწყვეტილებას, მე მანამდე ვთქვი, რომ უკრაინას და მოლდოვას მიიღებდნენ და ორივეს ვულოცავდი. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, მოლდოვაზე ზღაპრებს გვიყვებიან, რომ არ ყოფილიყო რუმინეთი, რომელიც უკრაინას ხმას არ მისცემდა, მოლდოვას არ მიიღებდნენ

ზოგიერთ ევროპარლამენტარს პირადად ვიცნობ, შეხვედრები მქონია. საქართველოზე ვთქვი ის, რაც მერე ღმერთმა მაკრონს ათქმევინა, რომ თურმე საზღვარიც არ გვაქვს ევროპასთან. საქართველოს პერსპექტივა რომ მისცეს, ტაში დავუკრათ? ჩვენ უნდა გავხდეთ ძლიერი ერი, არ შეიძლება სხვებზე ყურება. ისრაელს შევხედოთ, დიდი ერია, ღვთის ერია. საქართველოსაც სჭირდება, რომ გახდეს სახელმწიფო. უნდა გვქონდეს ძლიერი თავდაცვა, უსაფრთხოება, პიროვნებას განვითარების საშუალება უნდა ჰქონდეს, მას კანონი უნდა იცავდეს, კანონი კანონობდეს.

რა იციან ევროპელებმა 12 მჭირდება, თუ 25 ან 35, იქნებ ასი მჭირდება, ამ სულაც სამი. ერთადერთი რაც გვჭირდება, ერთმანეთის სიძულვილი და ზიზღი უნდა დავთმოთ. უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი, ვისაც არ შეუძლია და ამის გული არ აქვს, ატანა მაინც უნდა ჰქონდეს მეორის.

ჩვენი მიზანი რა არის, სადღაც შევიდეთ? დღეს რომ ასე მექცევი, რომ შემოვალ, ხომ უფრო ცუდად მომექცევი. ჩემი ქვეყნის სახელით რომ გელაპარაკები, მიმიღე ისე, როგორც თანასწორი  თანასწორს. ჩვენ ვისზე ნაკლები ვართ?

ძველად სპარსეთში გარბოდნენ ხოლმე, ერთმანეთს უჩიოდნენ, იქიდან უნდა დაენიშნათ მეფე, იმათი კურთხევა უნდა ჰქონოდა. იგივე იყო ოსმალეთის იმპერიის დროს, აღარაფერს ვამბობ რუსეთის იმპერიაზე, როცა მოსკოვში დარბოდნენ საჩივლელად.

სულ ვიძახი, მოდით ეკლესიაში და შერიგება ეკლესიაში იქნება. ევროპარლამენტარებმა როგორ უნდა შეგვარიგონ? თუ ერთმანეთი ვერ ავიტანეთ, რომელ ევროპაზეა ლაპარაკი? ამერიკა სულ გვერდში გვიდგას, ამერიკის დამოუკიდებლობის ღონისძიებაზე, რამდენიმე ეპისკოპოსი ამერიკელ გავლენიან პირს შევხვდით. ალალათ გვითხრა, მერკელს რომ საქართველოზე ვეუბნებოდით, პირდაპირ უარი მოდიოდა, ახლა მაკრონს ათქმევინეს. უკრაინას მთელი ევროპა დაუდგა, მოლდოვას რუმინეთი და ჩვენ, რუსეთთან ასე შეგვაგდეს. ჩვენთან რამის რევოლუცია წავიდა, მერე ნახა ხალხმა, რომ სკამებისთვის ბრძოლა წავიდა. ჩვენც უნდა ვისწავლოთ ევროპასთან წესიერად დალაპარაკება, არ შეიძლება თავი დავუხაროთ. არავისზე შესახვეწი არაფერი გვჭირს. კიდვ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან-საბას რა უყო და ახლაც რას გვიშვრება, მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს. არავისი ნიანგის ცრემლები არ გვჭირდება, არც ევროპელების და არც ჩვენი.

ერთმა გავლენიანმა ამერიკელმა მითხრა, არასამთავრობოებს თუ აქვთ ეკლესიასთან ურთიერთობაო, ვუთხარი, სულ რამდენიმე მოდის ჩვენთან. მითხრა, ჭკუა სად აქვთო, ამხელა გავლენის მქონე ინსტიტუციააო. რომელ სამოქალაქო საზოგადოებაზეა საუბარი, თუ ეკლესია არ უნდათო. ეკლესიის გარეშე, აქ ვერავინ ვერაფერს გააკეთებს და დარჩებიან სირცხვილიასავით.

ჩვენ თუ ერი შევრიგდით, ვის რად უნდა ვინმე ციხეში, მთავარი გასაღები ხომ შერიგებაშია. ვინც ევროპით და სხვა სახელმწიფოებით მემუქრება, ჩემთვის არის მოღალატე, მას ღირსება არ აქვს.ჩვენი ომი, ომი არ იყო? სამასი ათასი ადამიანი გამოგვიყარეს აფხაზეთიდან და არაფერი წვლილი არ გვაქვს მსოფლიოსთვის?“,- ამბობს მეუფე იაკობი.

გაზიარება35

დაკავშირებული -პოსტები

პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებული გათავისუფლდა და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ. "ზეპირად მითხრეს, რომ გავათავისუფლეთ და ექსპერტიზაზე გადაგვყავსო. დოკუმენტებით არ მინახავს,...

დაწვრილებითDetails

აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ, სათანადო რეაგირება – ირაკლი კობახიძე გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას ექნება სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.   პრემიერის განცხადებით, სამართალდამცავების ქმედებები, რაც კადრებში ჩანს „აბსოლუტურად მიუღებელია“.   „მე...

დაწვრილებითDetails

მამაკაცი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს ბრალდება 353-ე მუხლით წარედგინა, რაც პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი შეიცვალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6716 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6732 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა და ქარი, ტემპერატურის მკვეთრი კლება – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში არამდგრადი ამინდები გრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია როგორც ძლიერი წვიმა და ქარი, ისე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს,...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა. მოთხოვნად საგნებს შორის ასევე არის ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება,...

დაწვრილებითDetails

ახალციხეში, მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ახალციხეში მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა. ის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ერთ–ერთი თვითმხილველის თქმით, ქალი პირველი სართულის მიშენების სახურავზე დავარდა.

დაწვრილებითDetails

საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა. ინფორმაციას "მთავარი" ადგილობრივზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
მთავარი

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა. გოგონა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი საჯარო სკოლის მეექვსე კლასელია. ის შემთხვევის დროს პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად, მონასტრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა,...

დაწვრილებითDetails

რას ამბობს მოქალაქე, რომელიც მეგობართან ერთად პოლიციელებმა სცემეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რას ამბობს მოქალაქე, რომელიც მეგობართან ერთად პოლიციელებმა სცემეს
მთავარი

პოლიციელების მიერ ნაცემი ერთ-ერთი მოქალაქე ლასა აბისონაშვილი ამბობს, რომ ცემაში ყველა პოლიციელი მონაწილეობდა.  მისი განცხადებით, უფრო სასტიკად ნაცემია მისი მეგობარი, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია და სამსახურიდან შინ ფეხით მიდიოდა შესვენების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"