LIVE TV
პარასკევი, ოქტომბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

არავინ იცის, ვის რა ფორმით და რა დროს შეხვდება – რას წერს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი საავადმყოფოდან

დაპოსტა 2020/10/05-ში
590
ნახვა
გაზიარება
“არავინ იცის, ვის რა ფორმით და რა დროს შეხვდება. შეიძლება, იმ დროს გახდეთ ავათ, რომ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილი არ იყოს” – ამის შესახებ იმედის ჟურნალისტი ზურა ბალანჩივაძე საავადმყოფოდან წერს. მას კოვიდ19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.
“ღამე ცუდად მეძინა. არ ყოფილა კათეტერიანი ხელის კონტროლი მარტივი, თან ვიოფლიანე კიდევ ერთხელ. იმდენ წყალი ვსვი ეს დღეები, რომ არ მიკვირს. დღეს მაქვს 37.1 ტემპერატურა და ნახველი, თუმცა ხველა არა. მუცლის ღრუს ექოსკოპიამაც ყველაფერი ნორმის ფარგლებში აჩვენა. მთავარია, პნევმონია არ განვითარდეს და დანარჩენ შემთხვევაში, გადარჩენილი ხარო, მითხრეს. ამის გაგებას კი კიდევ რამდენიმე დღე უნდა.
ახლა გასწავლით, ოჯახის პირობებში როგორ უნდა შეამოწმოთ ბრონქები და ფილტვები: ღრმად ჩაისუნთქეთ ჰაერი, გაბერეთ სამკერდე ფიგურა და შეიკავეთ. მერე ერთბაშად ამოისუნთქეთ. თუკი რომელიმე ნაწილში ხველა აგიტყდათ ან ჰაერი ვერ გაიჩერეთ, მაშინ შეიძლება, სასუნთქი გზები იყოს საყურადღებო.
წყალი, ხალხნო! ყველან და ყოველთვის სვით ბევრი წყალი. იმდენი, რომ სულ ტუალეტში დარბოდეთ. უხდება კანს, თმის ძირებს, წნევას, ნივთიერებათა ცვლას, წმენდს ორგანიზმს. წყალი გვჭირდება არა მხოლოდ მაშინ, როცა გვწყურია. წყურვილი ერთგვარი განგაშის სიგნალია.
გასული წლის დეკემბერში რომ რომელიღაც გრიპმა მათრია და სამ დღეს ფეხზე რომ ვერ ვდგებოდი, წყლის სმის გარდა, არაფერი გამიკეთებია. როცა შევძელი და ავდექი, მერე წავედი და გავესინჯე ფილტვებზე და მხოლოდ ბრონქიტის ნიშნები მქონდა. თავისთავად ცხადია, წყალი არ არის წამალი და არიქა, მხოლოდ გრიპის დროს მიღება-არმიღებით არ წყდება საქმე. უბრალოდ, ორგანიზმი მიჩვეული უნდა იყოს წყალს, რომ თუ რაიმე ცუდი შეყვა, მალ-მალე გამოდენოს.
დაბოლოს, ბევრისგან გამიგია, რომ კორონას მაინც ყველანი მოვიხდით და შფოთვას აზრი არა აქვს. მოდით, ასე გეტყვით: კი ბატონო, დიდი ალბათობით, ყველას თუ არა, ძალიან ბევრს შეხვდება. გარდა იმისა, რომ მოწყვლადი ჯგუფის ხალხს სიკვდილით ემუქრება, ეგ ყველაფერი არ არის: არავინ იცის, ვის რა ფორმით და რა დროს შეხვდება. ჯერ ერთი, რომ თუკი ერთმა უსიმპტომოდ, ხოლო მეორემ მსუბუქად მოიხადა, არ ნიშნავს, რომ მესამესთანაც ასე იოლად იქნება საქმე. და მეორეც: შეიძლება, იმ დროს გახდეთ ავათ, რომ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილი არ იყოს და მედპერსონალის ყურადღებით ვერ ისარგებლოთ. დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ, სად, როდის და ვისთან ერთად გიღირთ დროის ტარება.
ჯანმრთელობა ყველას. ❤” – წერს ზურაბ ბალანჩივაძე ფეისბუკზე.
გაზიარება236

დაკავშირებული -პოსტები

სიყვარული, ფინანსები, კარიერა, უძრავი ქონების შეძენა – თმის შეჭრის კალენდარი ოქტომბერში

ოქტომბერი 17, 2025
24
მთავარი

17 ოქტომბერი - სჯობს თმის შეჭრა გადადოთ - ეს პროცესი ბოლოებს დაასუსტებს და თმის ცვენას გაზრდის. შეგიძლიათ შეღებოთ მუქ ფერებში, მაგრამ არა ღია ფერებში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეღებვა წარუმატებელი იქნება. 27...

დაწვრილებითDetails

ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ოქტომბერი 17, 2025
2.1k
მთავარი

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

“სამართალდამრღვევი დაჯარიმდება 500 ლარით”- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 17, 2025
146
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.   შემოდგომაზე, საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე რჩება მავნე პრაქტიკად.ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ოქტომბერი 17, 2025
990
მთავარი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო - ზემო სვანეთის განყოფილება, მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის, მურთაზ ხასიას უეცარი გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს. „ბატონი მურთაზი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურა როგორც...

დაწვრილებითDetails

ფოთლების დაწვა სახიფათო და დასჯადია

ოქტომბერი 17, 2025
17
მთავარი

შემოდგომაზე, საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა,  არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე რჩება მავნე პრაქტიკად. ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ გარემოს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს

ოქტომბერი 16, 2025
147
??????????????????????
მთავარი

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა  ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს. აღნიშნული სასწავლებელი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 20 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. 2005 წლის 10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის №476 ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ ზურაბ ჟვანიას...

დაწვრილებითDetails

“ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო კანონი რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს

ოქტომბერი 16, 2025
68
მთავარი

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა,...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს კომისია დასკვნას აქვეყნებს

ოქტომბერი 16, 2025
146
მთავარი

საპატრიარქოს კომისია დასკვნას აქვეყნებს:  "მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ განიხილა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) საკითხი. კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება

ოქტომბერი 16, 2025
49
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება. კომისიას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ხელმძღვანელობს. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, დღევანდელი სხდომა არქიმანდრიტ დოროთე...

დაწვრილებითDetails

ალკოჰოლის მოხმარება ევროპაში კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა

ოქტომბერი 16, 2025
57
მთავარი

ალკოჰოლის მოხმარება ევროპაში კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა, ამის შესახებ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის სააგენტოს ახალ ანგარიშში ვკითხულობთ. ექსპერტების თქმით, ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვის მიზნით მთავრობის უფრო მკაცრი პოლიტიკა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».