LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება – ირაკლი კობახიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე

დაპოსტა 2023/10/19-ში
41
ნახვა
გაზიარება

არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება – სამი ვარიანტი შევთავაზეთ და სამიდან ეს ვარიანტი აირჩიეს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი ევროკავშირში გაგზავნილია და სამი ვარიანტიდან მათ სწორედ ის შეარჩიეს, რომელსაც ახლა პარლამენტი განიხილავს.

„რაც შეეხება ამ რეგულაციებს, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ეფუძნება ევროკავშირის დირექტივას. ეს კანონპროექტი გაგზავნილია ევროკავშირში, ვარიანტებიც შევთავაზეთ, თითი დაადეს სამიდან ერთ -ერთს და ვიღებთ ამას, დამთავრებული ამბავია. დირექტივაა ევროკავშირის. უხამსობას რაც შეეხება, ეს ჩანაწერი იყო ძველი და ის რჩება, როგორც მოქმედებდა წარსულში, ასევე იმოქმედებს დღესაც. უხამსობა წარსულშიც ბევრი ისმოდა სატელევიზიო ეთერებიდან, ეს კულტურის საკითხებია და ჩვენ ამაში არ ვერევით.

მე საერთოდ დეტალებიც კი არ ვიცი ამ კანონპროექტის და რატომ – არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება. ევროკავშირის არჩევანი იყო სწორედ ეს – ჯერ თვითრეგულირება, შემდეგ – კომისია, სამი ვარიანტი შევთავაზეთ და სამიდან ეს ვარიანტი აირჩიეს, ეს არ იყო ჩვენი არჩევანი, რასაც გვეტყვით იმას გავაკეთებთთქო ვუთხარით, ეს იყო ევროკავშირის არჩევანი და რასაც თითი დაადეს იმას ვიღებთ,”- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55/2-ე მუხლი მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 29, 2026
262
მთავარი

29 იანვარი — შემაჯამებელი დღე   ხუთშაბათი ხელსაყრელია მათთვის, ვისაც ცვლილებების არ ეშინია, ხოლო პრობლემური იქნება მათთვის, ვინც წარსულს ებღაუჭება.   დღის პროგნოზი ნიშნების მიხედვით:   ვერძი — ვარსკვლავები თქვენს...

დაწვრილებითDetails

ფირის ფოტოგრაფია „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ – რეზი ყენიას ფოტოამბავი

იანვარი 28, 2026
20
მთავარი

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა. რეკრეაციული ფერმა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე უყვარს, ახალი სანახაობა იზიდავს. მრავალფეროვანი ლანდშაფტი და...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

იანვარი 28, 2026
138
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი

იანვარი 28, 2026
21
მთავარი

ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს - ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დებატებზე საუბრისას...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
44
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით...

დაწვრილებითDetails

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა

იანვარი 28, 2026
388
მთავარი

18 წელში ჩატეული სიცოცხლე… გუშინ გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა. გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. MarneuliNews.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 18 წლის გოგოს  მაშინ დაეჯახა, როდესაც ის  გზის...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საბავშვო ბაღში სახანძრო გამოიძახეს – ვითარება ადგილზე

იანვარი 28, 2026
266
მთავარი

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში დაკვამლიანება იყო. სავარაუდო მიზეზი, ძველი ელექტრო გაყვანილობის კაბელებია. ამავე შენობაში ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილებიც. საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია დროზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ბრიგადა...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ილია ღუდუშაურის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
131
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

„ჯერ ბეტონის ბორდიურს შეეჯახა შემდეგ ქვეითს“ – ავარია იმერეთში

იანვარი 28, 2026
3.9k
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია -1977 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

“საქართველოში შეისწავლეს ღამურები…იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი”- ივანე ჩხაიძე

იანვარი 28, 2026
799
მთავარი

საქართველოში შეისწავლეს ღამურები და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ იყო - რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება, - ამის შესახებ იაშვილის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».