,,შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საავადმყოფოში სააკაშვილის გადმოყვანა მოჩვენებითია – ვფიქრობ, ბრიუსელის მერე, აპირებენ ისევ ციხეში დაბრუნებას, სადაც სააკაშვილი უსათუოდ მოკვდება, თუ მანამდე არ მოხდა”-ამბობს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.
“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის იგივე, ვერ ჭამს და შესაბამისად, არ ჭამს. არის ძალიან სუსტად, არაფერი შეცვლილა. აქ მოსვლამდე ვიყავი პოლონეთის საელჩოში და რაღაც მარტივი სცენარი დაიხატა ჩემთვის: კი გადმოიყვანეს ამ კლინიკაში, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ეს არის დროებითი ღონისძიება.