LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
40 უმძიმესი კადრი კოვიდკლინიკის რეანიმაციიდან – გოგა ჩანადირის ფოტორეპორტაჟი

აპარატზე გადადიან და სამუდამოდ ხუჭავენ თვალებს …” – ემოციური პოსტი კოვიდკლინიკიდან

დაპოსტა 2021/09/09-ში
A A
13.3k
ნახვა
გაზიარება

კოვიდკლინიკის უმცროსი ექიმი დათო კობერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შემოდის პაციენტი ცხელებით და რესპირატორული ჩივილებით, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, კოვიდი აქვს და ეს თვითონაც კარგად იცის გულის სიღრმეში, მაგრამ არ უნდა დაიჯეროს, იმედს ებღაუჭება: „ოფლიანმა დავიძინე”, „გავცივდი ალბათ”, „დაბანილი გავედი გარეთ”, „კონდიციონერის ბრალი იქნება,“ ყველაფერს აბრალებს, ოღონდ, კოვიდი არ იყოს, ოღონდ, კოვიდი არ იყოს…

უკეთებ ტესტს და ავადსახსენებელი მეორე ხაზი წითლდება და ეუბნები ფრაზას, რომლის გაგონებაც ყველაზე ნაკლებად უნდა:

„- ბებო/ ბაბუ/ ბატონო/ ქალბატონო/ უფროსო… დაგიდასტურდათ პირველი რეაქცია ყველას თითქოს განსხვავებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთნაირი აქვს: „- უეჭველი დადებითია?”, „პისიარი ხომ არ გავიკეთოთ?” „-ღმერთო დავიღუპე” „- ვიცოდი…”

…მერე იწყება პანიკა და ქრონიკული დაავადებების გახსენება და იმის გააზრება, რომ რისკჯგუფშია, მერე ახსენდებათ ახლობლები, რომლებთანაც კონტაქტი ჰქონდათ. რომელზე ინერვიულონ აღარ იციან. იწყება რეკვა მთელ სანათესაოსთან და იმის „მიხარება“, რომ დაუდასტურდა.

უზომავ სატურაციას და სახეზე გატყობენ, რომ რაღაც ვერ არის კარგად. – როგორია? გეკითხება. ცოტა დაბალია, ნორმის ქვედა ზღვარზე, მაგრამ არ ინერვოულოთ, დაბალი წნევით კანულით მოგაწვდით ჟანგბადს და ყველაფერი კარგად იქნება. – ხომ არ მოვკვდები? – არა (პასუხობ შენც, მიხედავად იმისა, რომ უკვე ათასჯერ გაქვს ეს სცენარი ნანახი, იმედს მაინც არ უკლავ).

რამდენიმე დღის მერე ისევ ხვდები ამ პაციენტს და ხედავ, რომ უკვე ნიღბით მიეწოდება ჟანგბადი და უფრო უჭირს სუნთქვა; რამდენიმე დღეში ხედავ, რომ მუცელზე წევს და ძლივსღა იჭერს სატურაციას, გადაგყავს არაინვაზიურ მართვით სუნთქვაზე ე.წ. CPAP-ზე (რაც საშინელებაა, ნიღაბი ჰერმეტულად მჭირდოდ გეკვრის სახეზე და მაღალი წნევით გამუდმებით გაწვდის ჟანგბადს). ნატრულობ, რომ რეანიმაციაში ადგილი გათავისუფლდეს (რაც ძირითადში ვიღაცის გარდაცვალების შედეგად ხდება), წარმოიდგინეთ, რა საშინელი გრძნობაა ექიმი რომ ფიქრობ, იქნებ, ვინმე ტერმინალური (უიმედო პაციენტი, რომელსაც შანსი საერთოდ არ აქვს დარჩენილი) პაციენტი „გაეწეროს”, რომ ეს ადამიანი, რომელსაც ჯერ ისევ აქვს შანსი, რეანიმაციაში დააწვინო.

პერიოდულად შედიხარ რეანიმაციაში და ხედავ ამ შენთვის ნაცნობი პაციენტის შეშინებულ, მშიერ, მწყურვალ და სიცოცხლე ჩამქრალ თვალებს, ხედავ, რომ ყოველდღე უყურებს, როგორ მძიმდებიან მისივე სიმძიმის პაციენტები, როგორ გადადიან მართვით სუნთქვაზე, როგორ აჩერებენ გულს, როგორ იბრძვიან ექიმები გულის აღსადგენად და როგორც წესი, წარუმატებლად და როგორ გაჰყავთ შავ ბრეზენტის ჩანთაში შეფუთული, ადგილი კი გაციებასაც ვერ ასწრებს, ისე მალე შემოდის ახალი მძიმე პაციენტი.

ამ ყველაფერს უყურებენ, თავიანთ მომავალს ხედავენ და აცნობიერებენ, რომ ეს დასასრულია, და დგება მომენტი, როცა მათაც იმდენად უჭირთ სუნთქვა, რომ აპარატზე გადადიან და სამუდამოდ ხუჭავენ თვალებს იმიტომ, რომ ამ ნაკადზე აპარატიდან კოვიდპაციენტი არ მოხსნილა (მაქსიმუმ 1-2 ალბათ, ისიც მეეჭვება, არ გამიგია, ყოველ შემთხვევაში)… თქვენ რავიცი… თუ გინდათ არ აიცრათ, არ დაიცვათ რეგულაციები, უბრალოდ, მინდა იცოდეთ რისთვის წირავთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს და როგორ ჯოჯოხეთად უქცევთ სიცოცხლის ბოლო დღეებს.

ეს არის ჩემი და ჩემი კოლეგების ყოველდღიური რუტინა, ამას ვუყურებთ 24/7-ზე. ამათ ტკივილს და ამათ თვალებს ვუყურებთ, და ხელში გვაკვდებიან პაციენტები რომლებსაც ვპირდებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

უბრალოდ დავიღალე. დავიჯერო, მარტო მე მინდა რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს,“ – წერს დათო კობერიძე.

 

 

გაზიარება5312

დაკავშირებული -პოსტები

3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა. ნათია იოსელიანის ინფორმაციით, შუალედური არჩევნები...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სალდაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
გარდაიცვალა ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სალდაძე
მთავარი

ქვიტირის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, გარდაიცვალა პედაგოგი თემურ სალდაძე "ქვიტირის საჯარო სკოლა ემშვიდობება ჩვენი სკოლის ღირსეულ მასწავლებელს, მრავალი თაობის აღმზრდელს, საუკეთესო მეგობარს ბატონ თემურ სალდაძეს. ათწლეულების განმავლობაში იგი ღირსეულად...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში მცხოვრები ფიზიკური პირის, ნ. მ.-ის საწარმო შეამოწმეს.  შემოწმების შედეგად დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

დააკავეს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც მოქალაქეები მოატყუეს და ნახევარ მილიონზე მეტი მიითვისეს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის...

დაწვრილებითDetails

მოქალაქეს კვადროციკლი მოპარეს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ კვადროციკლს ფარულად დაეუფლა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან სექსუალურ ძალადობა განხორციელდა

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
გეგუთუის ციხეში პატიმრებს კოვიდი დაუდასტურდათ
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მსჯავრებულ გიორგი დავითაძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად, ის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს. პენიტენციური სამსახური აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ დავითაძის...

დაწვრილებითDetails

საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტები უკანონოდ შემოჰქონდათ

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
სარფში არადეკლარირებული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს
მთავარი

თბილისში ჩვენი ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რის გამოც კონრად ადენაუერის ფონდს (KAS) აღარ შეუძლია თავისი ძირითადი მისიიის შესრულება, - ამის შესახებ აღნიშნულია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"