27 წლის რუსმა რეპერმა ივან პეტუნინმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა. ინფორმაციას activatica.org ავრცელებს.
თვითმკვლელობამდე ივანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. ამბობს, რომ არ შეუძლია აიღოს იარაღი და მოკლას ადამიანი.
“ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება არის ის თუ როგორ მოვკვდები მე… ან უნდა მოვკვდე იმ ხალხის ხელით რომელსაც ჩვენ თავს დავესხით და სამუდამოდ დავრჩე ისტორიაში ადამიანად რომელიც მხარს უჭერდა იმას რაც ახლა უკრაინაში ხდება, ან გამოვხატო საფინალო პროტესტი…
კიდევ ერთხელ მაპატიეთ ყველამ, ვისაც მოგიწევთ სიცოცხლის გაგრძელება, ღმერთმა შეგაძლებინოთ ამ ომის შეჩერება და ნორმალური ცხოვრების დაბრუნება.”
“ჩემთვის ძალიან რთული იყო ომის დაწყების დღიდან, უკანასკნელი 7 თვე ამ სამყაროში ცხოვრება, მე არ მემის ამ ომის მიზეზი, მე არ მესმის ამ ომის არსი… ჩემი აზრით ჩვენ ყველანი გავხდით ერთი მანიაკის ტყვეები, რომელიც ჩვენ ასეთი არჩევანის წინაშე გვაყენებს – ან ციხე, ან არმია, ან ის გზა რომელიც ავირჩიე მე”. -ამბობს ივანი.