LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ანტიკრიზისულ გეგმაში არ იყო გათვალისწინებული ბიზნესისა და გადასახადის გადამხდელების ინტერესები – გადასახადის გადამხდელთა კავშირი

დაპოსტა 2020/05/01-ში
112
ნახვა
გაზიარება

ანტიკრიზისულ გეგმაში არ იყო გათვალისწინებული ბიზნესისა და გადასახადის გადამხდელების ინტერესები – ამის შესახებ გადასახადის გადამხდელთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი. მათი თქმით  ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ
პასუხობს და კითხვებს ტოვებს

“გადასახადის გადამხდელთა კავშირი მთავრობის მიერ წარმოდგენილ
ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება და აცხადებს, რომ გეგმაში არ იყო
გათვალისწინებული ბიზნესისა და გადასახადის გადამხდელების ინტერესები.

კრიზისის დაწყებისთანავე, ბიზნესაოციაციების უმეტესი ნაწილი, ცალ-ცალკე თუ
ერთობლივად, ვაკეთებდით განცხადებებს და ვთავაზობდით ხელისუფლებას
ინიციატივებსა თუ რეკომენდაციებს, იმისათვის რომ ანტიკრიზისული გეგმის
შემუშავებაში გათვალიწინებული ყოფილიყო მთავარი გადამხდელის – ბიზნესის
ინტერესები, რასაკვირველია, სახელმწიფოს ინტერესებთან სრული შეთავსებით.
თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა რომ მთავრობამ არა თუ გაითვალისწინა,
არამედ, ჩვენს მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებსა თუ მოთხოვნებზე
არანაირი რეაგირება არ მოახდინა. უფრო მეტიც, გვახსოვს პრემიერის
მუქარისშემცველი ფრაზაც, რომ მოვა დრო და ბიზნესს მოაკითხავს.

გავეცანით რა პრემიერის, ხოლო შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მიერ
წარმოდგენილ ანტიკრიზისულად წოდებული გეგმის პრეზენტაციას, რომელიც
დღემდე დეტალურად გაწერილი სრული დოკუმენტის სახით არსად
გამოქვეყნებულა და შესაბამისად, არც არავის უნახავს, ჩვენი წევრი კომპანიების
სახელით, ვითხოვთ, საჯარო მკაფიო განმარტებებს ქვემოთ ჩამოთვლილ
საკითხებთან დაკავშირებით და იმ აუცილებელი მოთხოვნების
გათვალისწინებას, რომელიც უკვე არაერთხელ გავაჟღერეთ და
დარწმუნებულები ვართ, რომ ბიზნესის გადარჩენისათვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია:

● გთხოვთ, დეტალურად განმარტოთ, მისაღები საერთაშორისო
დახმარებების პირობები, მიზნობრიობა და ვადები.

● გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ მიმდინარე წლის კორექტირებული ბიუჯეტი,
სადაც განგვიმარტავთ მიმდინარე ხარჯებიდან დაზოგილი თანხების
მოცულობებსა და მუხლებს.

● სახელმწიფომ პანდემიის დაწყებისთანავე დაანანონსა ტურიზმის
სექტორისთვის ქონების გადასახადის გადავადება. მიმდინარე კვლევები
დღემდე ვერ პროგნოზირებენ კრიზისის დასრულების ვადებს,
შესაბამისად, ოთხი თვის ვადაში ( საიდანაც ორი უკვე გასულია)
შეუძლებელია ამ სექტორის ამოქმედება ვივარაუდოთ, მითუმეტეს, რომ
ხელისუფლების მიერ დაანონსებული გეგმის მიხედვით, ყველაზე ადრე,
ივლისის თვეშია სასტუმროების ამოქმედება შესაძლებელი. ეს
ავტომატურად არ გულისხმობს ამ სექტორში შემოსავლების მიღების
შესაძლებლობას, ამიტომ აუცილებელია სასტუმროს ბიზნესი 2020
წლისთვის გათავისუფლდეს ქონების გადასახადიდან, იმ არგუმენტით,
რომ ამ წელს ისინი ვერ შეძლებენ ამ ქონებით ფაქტიურად სარგებლობას.

● ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ კრიზისმა დააზარალა თითქმის ყველა
სექტორი, მიუხედავად იმისა, შეწყვიტა თუ არა საქმიანობა. ამიტომ
ქონების გადასახადის გადავადების შესაძლებლობის მიცემა წლის
ბოლომდე იქნება ეფექტიანი დახმარება იმისათვის, რომ ბიზნესმა შეძლოს
მიმდინარე ხარჯებთან გამკლავება.

 

● ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის შესაძლებელი გახდეს
ენერგოკომპანიებისთვის მათ ანგარიშებზე არსებული დეპოზიტებიდან
მიმდინარე დავალიანების გადახდა.

● წარმოდგენილი გეგმა ძირითადად მოიცავს ექვს თვიან საშეღავათო
პერიოდს, გვაინტერესებს, იმ დროს, როდესაც თავად ეტაპები სამ თვეზეა
გაწერილი, რატომ გადანაწილდა სოციალური პაკეტების უმრავლესობა 6 თვეზე? ამასთანავე, უსამართლო და არაეფექტიანია უმუშევრად
დარჩენილი თვითდასაქმებულებისა და დასაქმებულების დახმარების
მოცულობებს შორის სხვაობა.

● დღეს, როცა მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არის
უაღრესად პრობლემატური, ყველა მოქმედი ბიზნესი იბრძვის
გადარჩენისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის,
აუცლებელია, რომ დაანონებული 6 თვის განმავლობაში, შეჩერდეს
საპენსიო შენატანები. ეს დაუზოგავს ფულს როგორც დამსაქმებელს, ასევე
დასაქმებულსა და თავად სახელმწიფოსაც თანაბარპროპორციულად.

● დღგ-ს ავტომატური დაბრუნების შესაძლებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს
ანტიკრიზისული პროგრამის ნაწილად, რადგან ეს კრიზისამდე იყო
დაანონსებული და ამავდროულად, ამ შესაძლებლობით სარგებლობას
შეძლებს ბიზნესის ძალიან მცირე ნაწილი. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ
იმპორტირებული საქონლის განბაჟებისას, დროებით, დღგ-ს გადახდის
ვალდებულება უნდა დადგეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რაც
კომპანიებს მეტ საბრუნავ საშუალებებს დაუტოვებს. შესაბამისად, უნდა
აღსდგეს ე.წ. ოქროს სიის წესი. მხოლოდ, ადრე არსებულისგან იმ
განსხვავებით, რომ იგი უნდა გავრცელდეს უკლებლივ ყველა კომპანიაზე.

● ბიზნესის დასახმარებლად საგარანტიო სქემის ამოქმედებას ხელისუფლება
2 წლის წინ გეგმავდა, თუმცა ანონსი ანონსად დარჩა დღემდე, ამიტომ
უნდა ვიცოდეთ, როდის მოხდება, რა პირობებით და ვისთვის იქნება
შესაძლებელი ამ სქემით სარგებლობა? ხაზს ვუსვამთ, რომ პროგრამების
დროული ამოქმედება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

● სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი თანხები სრულებით
არასაკმარისია. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ, იმპორტდამოკიდებული
ქვეყანა, სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით,
აღმოვჩნდით უდიდესი რისკების წინაშე. Ეს ეხება როგორც პარტნიორი

ქვეყნების მხრიდან ექსპორტის შეზღუდვას, ასევე საკუთარ უაღრესად
მწირ საწარმოო სიმძლავრეებზე დამოკიდებულებას.

● ასეთ ვითარებაში, როდესაც წარმოდგენილი გეგმა, პრემიერისვე
განმარტებით, არის მოკლევადიანი, მხოლოდ უკვე მიმდინარე უარყოფით
პროცესებზე რეაგირებაზე გათვლილი, სრულიად კონტექსტიდან
ამოვარდნილია მიწის რეგისტრაციის პროცესის დაანონსება, რომელიც სამ
წელზეა გათვლილი.

● და რაც მთავარია, პრეზენტაციისას პრემიერს არც კი უხსენებია ეროვნული
ვალუტა, რომელმაც მიმდინარე პერიოდში განიცადა რეკორდული ვარდნა,
რამაც გამოიწვია მაღალი ინფლაცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ქვეყანას, გადასახადის გადამხდელებს,
ბიზნესს, ეკონომიკურად აქტიურ სუბიექტებს გვჭირდება რადიკალური და
ქმედითი, სწრაფი მოქმედება ამ კრიზისის დასაძლევად და არა კოსმეტიკური
ნახევარ-ნაბიჯები, ან წლების წინ დაანონსებული პროგრამები, რომელთა
ხელმისაწვდომობაც და მიზნობრიობაც დღემდე გაურკვეველია. ვიმედოვნებთ,
რომ ხელისუფლება, ამჯერად მაინც მოგვისმენს და არა მარტო გაგვცემს
არგუმენტირებულ პასუხებს, არამედ სამოქმედო გეგმაშიც გაითვალისწინებს
ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართული სუბიექტების კვალიფიციურ
რეკომენდაციებს.” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება47

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა

იანვარი 26, 2026
65
მთავარი

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ზვავის მასა ჩამოწვა. აღნიშნულის გამო, ამ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

იანვარი 26, 2026
136
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური მათი უწყების თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს: კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს,...

დაწვრილებითDetails

Picot-ის ბავშვთა კვების შესახებ სურსათის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 26, 2026
9
მთავარი

Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის „Picot“ კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო...

დაწვრილებითDetails

“დასრულდა კიდევ ერთი ემიგრანტის სიცოცხლე”

იანვარი 26, 2026
1.6k
მთავარი

ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი სამშობლოში გარდაიცვალა. შორენა ტურაბელიძე წლების მანძილზე ემიგრაციაში იმყოფებოდა. ბოლო პერიოდში ქალი სიმსივნეს ებრძოდა.  1 თვის წინ ის ქუთაისში დააბრუნეს, სადაც 19 იანვარს გარდაიცვალა. "დასრულდა კიდევ ერთი ემიგრანტის...

დაწვრილებითDetails

გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

იანვარი 26, 2026
49
მთავარი

პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. შეგახსენებთ, გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
1.2k
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
2.6k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
312
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
33
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
50
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».