
კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული ზომებისა და კოვიდპასპორტების წინააღმდეგ ანტივაქსერების აქციაზე ბრიუსელში 10 000- მდე ადამიანი გამოვიდა. მსვლელობა ქალაქის გარეუბნიდან დაიწყო და მთავარი ეპიცენტრი ბრიუსელის ევროპული კვარტალი გახდა. პოლიციამ ანტივაქსერების მიმართულებით აქციის დასაშლელად ჯერ მხუთავი აირი გაუშვა და შემდეგ რამდენჯერმე წყლის ჭავლი გამოიყენა. ბელგიამ ამ კვირაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ზომები გაამკაცრა. სავალდებულო გახადა პირბადის ტარება. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პირბადესთან ერთად დაწესებულებებში კოვიდპასპორტით შესვლა შეფერხდება.










