ანტარქტიკის ნაპირებთან ზღვის ფსკერიდან მეთანის აქტიური გაჟონვა მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს. ანტარქტიკაში დედამიწაზე არსებული ზღვის მეთანის დაახლოებით მეოთხედია კონცენტრირებული. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს გაზი დედამიწაზე 55 მილიონი წლის წინ მობინადრე მცენარეებისა და ზღვის ორგანიზმების გახრწნის შედეგად წარმოიქმნა.მეთანი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სათბურის გაზია, რადგან ის ატმოსფეროს გაცხელებას ხელს უწყობს და კლიმატის ცვლილებაზე დიდი გავლენა აქვს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პლანეტაზე ტემპერატურის ზრდის 10% სწორედ მეთანის „დამსახურებაა“.
ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...










