- ქართული ფოლკლორული ანსამბლი “ჩვენებურები” და ლელა ნაყაური ლატვიაში რუმის ფესტივალის ფარგლებში 27 ,28 და 29 სექტემბერს კონცერტებს გამართავენ. გარკალნე , რიგა და ლიეპაია- ეს ის ქალაქებია ,სადაც მათი კონცერტები გაიმართება. ლატვიის ტურნეს შემდგომ ანსამბლი 28 ოქტომბრიდან 11 კონცერტს გამართავს აზიისა და ევროპის მასშტაბით. ქართული ფოლკლორული ანსამბლი “ჩვენებურები” 2001 წელს შეიქმნა. მათი შემოქმედება უყვართ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
კამჩატკის სანაპიროსთან , ერთ საათში 11 ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა
სეისმოლოგებმა კამჩატკის სანაპიროსთან ერთი საათის განმავლობაში 11 მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრის სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა. ეს რყევები გუშინ მომხდარი დიდი სიმძლავრის მიწისძვრას მოჰყვა. გაერთიანებული გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალის...