ტყიბულის მკვიდრი ანრო ცირეკიძე, რომელმაც ვეფხისტყაოსანი ზეპირად იცის, #გურულიდღიურებისფონდი ფონდის სტიპენდიატი გახდა. ინფორმაციას გიორგი კეკელია ავრცელებს.
,,77 წლის ყოფილი პედაგოგი ანრო ცირეკიძე, რომელმაც ვეფხისტყაოსანი ზეპირად იცის, დღეს ჩვენი ფონდის მორიგი სტიპენდიატი გახდა.ის დღეს, საწირეში გავიცანი და ივნისში ტყიბულში, ჩვენს სკვერის ბიბლიოთეკაში ლიბერთი – ს დახმარებით, ვეფხისტყაოსნის კითხვის დღეს მოვაწყობთ.”-წერს გიორგი კეკელია.










