LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
”ანიტა ასე ახლოსაა, მაგრამ ჩემთან არ არის. უსამართლობაა ჩვენი დაშორება” – ანიტას დედის ემოციური პოსტი

”ანიტა ასე ახლოსაა, მაგრამ ჩემთან არ არის. უსამართლობაა ჩვენი დაშორება” – ანიტას დედის ემოციური პოსტი

დაპოსტა 2020/01/24-ში
A A
1.1k
ნახვა
გაზიარება

”ანიტა ასე ახლოსაა, მაგრამ ჩემთან არ არის. უსამართლობაა ჩვენი დაშორება” – ანიტას დედა მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნეს:

”რაც ანიტა გავაჩინე, ჩვენ სულ ერთად ვართ. მე ანიტას გარეშე ან ანიტა ჩემს გარეშე იშვიათი გამონაკლისი იყო, რის გამოც დედას აქსესუარს ვეძახდი. ყველგან თან დამყავდა. ჯანმრთელი ბავშვი იყო და იშვიათად მანერვიულებდა თავისი ავადმყოფობით. მინდოდა მასთან ურთიერთობის ყოველი წამი მეგრძნო. ყოველი ახალი სიტყვის სწავლას, ახალი საჭმლის გასინჯვას, ფეხის ადგმას, ყველაფერს უნდა დავსწრებოდი.

ახლა კი ერთიანად თავს დაგვატყდა ამდენი რამ და ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ანიტა ასე ახლოსაა, მაგრამ ჩემთან არ არის. უსამართლობაა ჩვენი დაშორება. ვერ ვუძლებ იმ ფაქტს, რომ იქ მარტოა, უჩემოდ. დღეში მხოლოდ ერთი საათი მაქვს ნახვის კანონიერი უფლება. დანარჩენი დრო მიწევს დაცვის ბიჭებთან ხვეწნა, ხან 200 კილოიანი დაცვის გატანა და ისე შესვლა, ხან ვდარაჯობ და როგორც კი გავა რომელიმე მათგანი ჩუმად ვიპარები.

აუტანელია ის საათები, რომლებსაც მის გარეშე ვატარებ და მასთან ყოფნაც რთულია, რადგან ძალიან დასევდიანებული მხვდება ჩემი გოგო. ალბათ ვერ გაუგია რატომ დატოვა დედამ ამდენ ექიმთან მარტო და სად წავიდა თვითონ. 2.5 წლისაა, მაგრამ ვიცი ბევრ რამეს აცნობიერებს და იქნებ ნაწყენიცაა ჩემზე, ამიტომ ხშირად არ მეკონტაქტება. ლაპარაკი ისედაც არ შეუძლია ინტუბაციის მილის გამო.

რამდენი რამე გადავიტანეთ, მაგრამ ასეთი რთული არაფერი ყოფილა, რადგან მაშინ ერთად ვიყავით. ახლა კი ვკარგავთ დღეებს, რომლებიც ერთად უნდა გაგვეტარებინა.

ანიტა მართლაც განსაკუთრებული ბავშვია. უკვე ინდოეთის საავადმყოფოს ექთნებიც ლოცულობენ მისთვის. მეუბნებიან, რომ ის მათი რჩეულია, უყვართ, გიჟდებიან, ლოცულობენ. ერთ-ერთმა მითხრა ისე მიყვარსო, რომ ჩვენს ერთ-ერთ დღესასწაულზე მთელი ჩემი ოჯახი ანიტაზე ლოცულობდაო. მეორემ პატარა ხის ფიგურა მაჩვენა და ამიხსნა, რომ ეს იყო მათი ღმერთი და რაც ანიტა მისი პაციენტი გახდა, მას შემდეგ იყიდა ეს ფიგურა, რომ ელოცა. ყველას შეაყვარა თავი ამ პატარა ქალბატონმა. ახლა ინდოეთი და საქართველო ერთად ლოცულობს ანიტას გულისთვის.

მინდა მალე ვიყოთ ერთად. უკვე გაუსაძლისია ეს გაწელილი დღეები”- წერს მარიკო სადრაძე

გაზიარება533

დაკავშირებული -პოსტები

პატრიარქი – ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს მიწიერი მოვლენების გამო

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
” მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა”- მეუფე შიო
მთავარი

ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს, იმიტომ, რომ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის...

დაწვრილებითDetails

შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს ჩვენც ვაფინანსებთ, საქართველოს მოქალაქეების ფული სტრასბურგში წავიდა და ბახმაროში, არმაზ ახვლედიანთან მობრუნდა -სკანდალი იქნება თუ ევროსაბჭო კანონდარღვევაში აღმოჩნდება გახვეული

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ, ევროსაბჭოს მათ შორის ჩვენც ვაფინანსებთ - საქართველოს მოქალაქეების ფული სტრასბურგში წავიდა და ბახმაროში, “ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად მობრუნდა - ამიტომ არ გვინდა, რომ ქართველების ფული “ნაცების“ რადიკალურ...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
მთავარი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს. უწყების განმარტებით, მონიტორინგი ა(ა)იპ “კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის” მიერ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპივეს

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
ქუთაისელმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპივეს
მთავარი

 ქუთაისელი ძიუდოისტების წარმატება მაკედონიაში. ქალაქ სკოპიეში ევროპის თასი გაიმართა ძიუდოში. ტურნირზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ოქროს მედალი- საბა ინანეიშვილი 100 კგ. მწვრთნელი, დავით თევდორაძე; ბრინჯაოს მედალი- საბა ქარდავა 100კგ....

დაწვრილებითDetails

სანდრო ბაზაძე სატელიტის ტურნირის გამარჯვებულია

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ნახევარფინალშია
მთავარი

სანდრო ბაზაძის მორიგი წარმატება!ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ სატელიტის პრესტიჟულ ტურნირზე, სანდრო ბაზაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა, ფინალში ამრეიკელი მოფარიკავე ბენ ავრამი 15 - 9 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა!სატელიტის ტურნირზე მსოფლიოს 21 ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

„ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს – ინფექციონისტი

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

ნოროვირუსის აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში - სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული , - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ...

დაწვრილებითDetails

შალვა პაპუაშვილი “იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ პროტესტზე – სახეზე გვაქვს კამპანია „ნამახვანჰესი 2“ – ვხედავთ, რომ „ალტ ინფო“და „ნაცმოძრაობა“ ერთ ფრონტზე არიან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

თუ შევხედავთ იმ ჯგუფის შემადგენლობას, ვინც ჩართულია ამ კამპანიაში; თუ შევხედავთ ამ ჯგუფის მიზნებს; თუ შევხედავთ აბსურდულ შინაარსს ამ კამპანიისა, მიხვდებით, რომ სახეზე გვაქვს „ნამახვანჰესი 2“ კამპანია - ასე უპასუხა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს. მთავარს შსს-ში ინფორმაცია დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული კაცი დაკავებულია და გამოძიება სსკ-ის 137-ე და სსკ-ის 138-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, საგამოძიებო მოქმედებების...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს. ის, რომ გვარამია იმეორებს კამპანიის გზავნილს, რაც საბოლოოდ გულისხმობს, საქართველოსგან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გადაცემას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"