ანგელოზი გაგვიფრინდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს. ავარიას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, ქუთაისში, ჭომაში მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილს, რომელშიც დედა მცირეწლოვან შვილებთან ერთად იჯდა, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა.
8 თვის გოგო საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დედა ყბა-სახის ტრავმებით რეფერალურ კლინიკაში გადის მკურნალობას, მეორე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.










