ასე ქუთაისში ადგილობრივენი წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციას აფასებენ. მათი თქმით გზას რეაბილიტაცია აუცილებლად ჭირდებოდა , საჭირო იყო როგორც გზის საფარის აღდგენა ასვე სანიაღვრე არხები მოწესრიგება.
ადგილობრივები იმ პრობლემებზეც საუბრობენ , რაც გზის მშენებლობამ მათ შეუქმნა . საქმე ეხება გადაადგილების შეზღუდვას საკითხმა პრობლემები შეუხმნა როგორც ადგილობრივებს ისე ბიზნეს სექტორსაც.
ადგილობრივები სამუშაოებით კმაყოფილებას გამოთქვამენ, თუმცა მათ ის გარკვეული რჩევები თუ შენიშვნები აქვთ, რის გათვალისწინებასაც სამომავლოდ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებისაგან ელოდებიან .
რაც შეეხება სამუშაობის დასრულების თარიღს საგზაო დეპრტამენტის ინფორმაციით ვადა კომპანიას 2021 წლის მარტამდე აქვს. პროექტის ღირებულება კი 6,940,484.73 ლარს შედაგენს. აქ ეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, იცვლება სავალი ნაწილის საფუძველი, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი(ბალახვნიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე ფილები, ხოლო კინო საქართველოდან ბალახვნამდე გრანიტით), საფარი იქნება ასფალტო-ბეტონის და გზა აღიჭურვება განახლებული საგზაო ნიშნებით და ჰორიზონტალური მონიშვნით. -წერია დეტაპტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში .