LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ანა პოლიტოვსკაიას მკვლელობიდან 14 წელი გავიდა – როგორია მოკლულ ჟურნალისტთა სტატიკა ბოლო წლების განმავლობაში?

ანა პოლიტოვსკაიას მკვლელობიდან 14 წელი გავიდა – როგორია მოკლულ ჟურნალისტთა სტატიკა ბოლო წლების განმავლობაში?

დაპოსტა 2020/10/07-ში
A A
275
ნახვა
გაზიარება

7 ოქტომბერს რუსეთში ჟურნალისტის, ანა პოლიტოვსკაიას მკვლელობის დღეს იხსენებენ. ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერები ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს აღნიშნავენ.

2006 წლის 7 ოქტომბერს რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია საკუთარი საცხოვრებელი სახლის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. მის ცხედართან ერთად პოლიციამ მაკაროვის ტიპის პისტოლეტიც აღმოაჩინა. პოლიტკოვსკაია ჩეჩნეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ალტერნატიული გაშუქებით და პუტინ-კადიროვის ტერორისტული რეჟიმის მწვავე კრიტიკით იყო ცნობილი. მის რეპორტაჟებში ასახული იყო ისეთი დეტალები, რომლებიც რუსული სამაუწყებლო მედიის სივრცეში არასდროს შუქდებოდა.

პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დამკვეთის ვინაობა დღემდე უცნობია, თუმცა, მსოფლიო პრესის, რუსეთის საზოგადოების და ადამიანის უფლებათა დამცელების დიდი ნაწილი მომხდარში კრემლის ხელს ხედავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის კანონების თანახმად, დანაშაულის ჩადენიდან 15 წლის გასვლის შემდეგ პირი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიებას კი ვადა 2021 წლის 7 ოქტომბერს ეწურება.

მოკლული ჟურნალისტების სტატისტიკა

ჟურნალისტების უფლებების დამცველი ორგანიზაციები თვალს ადევნებენ მედიის მოკლული, მოტაცებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული თანამშრომლების რაოდენობას 1990-იანი წლებიდან. ჟურნალისტების გარდა ისინი აკვირდებიან მედიის სხვა თანამშრომლების – მთარგმნელების, რედაქტორების და მძღოლების ბედსაც. ისინი თვალს ადევნებენ სიკვდილის რომელი ფაქტები იყო შემთხვევითი, რამდენი ჟურნალისტი დაიღუპა მიზანმიმართული თავდასხმებისაგან და რამდენი ასრულებდა დაღუპვის მომენტში სახიფათო დავალებას.

2017 წელს 82 ჟურნალისტი მოკლეს. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 1990-იან და 2000-იან წლებში თითოეული წლის შედეგებით საერთო ციფრი 100 ადამიანს არ აჭარბებდა.

1990-იანების დასაწყისიდან შუა წლებამდე ციფრი გაიზარდა სამოქალაქო ომების გამო ალჟირში, ყოფილ იუგოსლავიასა და რუანდაში. ამას მოჰყვა სტაბილური ზრდა 2003 წელს ერაყში ომის დაწყებით. ყველაზე მაღალი მაჩევენებელი (155 დაღუპული ჟურნალისტი) იყო 2006 წელს. 2007 წელს ეს ციფრი 135-მდე დაეცა.

1990-2017 წლებში დაღუპული ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების რაოდენობა  (ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სტატისტიკა)

1990 – 40
1991 – 75
1992 – 65
1993 – 93
1994 – 121
1995 – 77
1996 – 60
1997 – 48
1998 – 37
1999 – 67
2000 – 37
2001 – 100
2002 – 70
2003 – 92
2004 – 129
2005 – 80
2006 – 155
2007 – 135
2008 – 85
2009 – 113
2010 – 94
2011 – 101
2012 – 121
2013 – 105
2014 – 118
2015 – 112
2016 – 122
2017 – 82
2018 – 32

უცხოელი ჟურნალისტების გატაცების და მკვლელობის ტალღის გამო, რომელიც 2012 წელს გაჩნდა, საინფორმაციო ორგანიზაციების პოლიტიკა შეცვალა. ისინი „ცხელ წერტილებში“ ნაკლებ ჟურნალისტს გზავნიან. დღეს მოკლული ჟურნალისტების დიდი წილი ადგილობრივ ჟურნალისებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებზე მოდის.

ყველაზე საშიში ქვეყნები ჟურნალისტებისათვის

2017 წელს დაღუპული ჟურნალისტების უმრავლესობა მოკლულია იმიტომ, რომ ისინი ანტკიკორუფციულ ან კრიმინალურ ფაქტებს იძიებდნენ. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ ბოლო ექვსი წელი იყო უკიდურესად სახიფათო დრო ჟურნალისტებისათვის და ყველაზე საშიშ ადგილებად ასახელებენ ფილიპინებს, რუსეთს და მექსიკას. ეს უკანასკნელი შარშანდელი წლის მონაცემებით ჟურნალისტებისათვის ყველაზე სახიფათო ქვეყანაა.

1990-2017 წელს დაღუპული ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით (ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სტატისტიკა)

ერაყი – 335
ფილიპინები – 153
მექსიკა – 144
პაკისტანი – 124
რუსეთი – 110
ალჟირი – 106
ინდოეთი – 106
სირია – 83
სომალი – 81
ავღანეთი – 70
ბრაზილია – 65
კოლუმბია – 56
რუანდა – 51
იუგოსლავია – 48

მექსიკასა და ავღანეთში შეიარაღებული დაჯგუფებების მიზნები შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ ხშირად ისინი ჟურნალისტების გასაჩუმებლად ანალოგიურ მეთოდებს იყენებენ. უფლებადამცველების თქმით, ახლახან მალტასა და სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტების მკვლელობას დიდი რეზონანსი მოჰყვა, მაგრამ ეს დიდი სურათის მხოლოდ ნაწილია. ზოგჯერ მსროლელს ან მკვლელს აპატიმრებენ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მთავარი მკვლელი ანუ დანაშაულის შემკვეთი დაუსჯელი რჩება.

დაპატიმრებული ჟურნალისტების სტატისტიკა

მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა მნიშვნელოვანია მაჩევენებელია, რომლითაც მედიის წარმომადგენლებისთვის წინაშე არსებული საფრთხე იზომება, მაგრამ ის ერთადერთი არ არის. 2017 წელს დააპატიმრეს 262 ჟურნალისტი.

დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობა წლების მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით (ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის სტატისტიკა)

2000 – 81
2001 – 118
2002 – 139
2003 – 138
2004 – 122
2005 – 125
2006 – 134
2007 – 127
2008 – 125
2009 – 136
2010 – 145
2011 – 179
2012 – 232
2013 – 211
2014 – 221
2015 – 159
2016 – 259
2017 – 262

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს ყველაზე მაღალი ციფრია ბოლო 30 წლის განმავლობაში, ამასთან მონაცემები 2017 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, შესაბამისად რეალური ციფრი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. პროფესიული საქმიანობისთვის ჟურნალისტების დაპატიმრების მხრივ ლიდერი ქვეყნები არიან თურქეთი (73), ჩინეთი (41), ეგვიპტე (20).

გაზიარება110

დაკავშირებული -პოსტები

საქართველო-მოსკოვის ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

საქართველო-მოსკოვის რეისის სამგზავრო ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი, ბოლო მონაცემებით, 38-მდე გაიზარდა. მათ შორის 10 ბავშვია. შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველ...

დაწვრილებითDetails

სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აკრძალულია

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აკრძალულია
მთავარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც წყალდიდობამ დააზიანა, დღეს საღამომდე მოძრაობა აკრძალულია.   მოსახლეობას მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.   საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დახმარებას...

დაწვრილებითDetails

30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

30 აგვისტოს ასტროლოგიურ ენერგიებს ძირითადად ვერძში მოძრავი მთვარის დინამიკა განსაზღვრავს. ეს დღე აერთიანებს ინიციატივას, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვასა და პრაქტიკული გეგმების დასახვის აუცილებლობას.   ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ვერძი - დღე მოგიწოდებთ...

დაწვრილებითDetails

30 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 30 აგვისტოს მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ნალექი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის ბოლოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე...

დაწვრილებითDetails

2 წლამდე ბავშვი კორპუსიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ბათუმში 2-წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

მოქალაქე ამბობს, რომ ბანკში ჯგუფურად სცემეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში "კრედო" ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ჯგუფურად სცემეს - კაცი ამტკიცებს, რომ მას რამდენიმე პირმა ბანკის შენობაში წიხლები და მუშტები ურტყა.   ბანკის მომხმარებლის მონაყოლის თანახმად, ანგარიშსწორება მენეჯერის...

დაწვრილებითDetails

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico
მთავარი

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Politico წერს.   Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოში სახმელეთო გზით რუსეთის...

დაწვრილებითDetails

ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს
მთავარი

ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს -  ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. Pupia tv-ის ცნობით, ქალაქში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში "საქართველოს 29 წლის მოქალაქემ ერთ-ერთ დამსვენებელს საპირფარეშოდან...

დაწვრილებითDetails

ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო
მთავარი

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"