ანა ნაცვლიშვილი – „ლელო საქართველოსთვის” მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში
სხვადასხვა დროს იყო 3 საერთაშორისო ფონდის კონკურსის გამარჯვებული და სტიპენდიანტი, რამაც საშუალება მისცა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ განათლება მიეღო ევროპის და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში. არის იურისტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი,
წლების განმავლობაში იყო სამოქალაქო საზოგადოების ერთერთი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი, იბრძოდა სამართლიანობისა და ადამიანთა უფლებებისთვის, სამჯერ იყო არჩეული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ.
2017 წელს მიენიჭა “წლის უფლებადამცველის” ჯილდო
2018 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში
აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, ავსტრიასა და სამხრეთ აფრიკაში, სხვადასხვა დროს ექსპერტის რანგში მიწვეული იყო სხვადასხვა პროექტზე სამუშაოდ გაეროსთან, ევროსაბჭოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, 3 წლის მარიამი და 5 წლის ლაზარე.
ქუთაისს უნდა დაუბრუნდეს ფუნქცია
? ქუთაისი უნდა დაბრუნდეს როგორც ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი და ეკონომიკური ძარღვი? ქალაქი უნდა დაბრუნდეს კულტურული პროცესების ავანგარდში.ვრცლად: https://www.facebook.com/LeloForKutaisi/videos/711172516276099
Gepostet von Ana Natsvlishvili • ანა ნაცვლიშვილი am Montag, 28. September 2020