ამ 6 მიზეზიდან, ერთიც საკმარისი იქნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებულიყო

58
ნახვა
მთავარი არხი

LIVE

ENG

ზურაბ ჭიაბერაშვილის 6 არგუმენტი, რატომ უნდა შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება

გამოქვეყნდა: 

“მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი”, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროპის საბჭოში, ოპოზიცინერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრა და 6 მიზეზი ჩამოთვალა, რატომაც ის პოლიტიკური პატიმარია:

1. “პოლიტიკური ანგარიშსწორება ცალსახაა” – პოლიტიკური ანგარიშსწორება რაში მდგომარეობს: არის რაღაც დანაშაული და მერე იძიებ შენ, ვინ ჩაიდინა დანაშაული, საქართველოში მოსვლისთანავე ივანიშვილმა და მერე ღარიბაშვილმა დააანონსეს, რომ ჩვენ ახლა ვიპოვით დანაშაულს, რომელსაც მას მოვარგებთ და ეს სტანდარტულად, ყველა ქვეყანაში აღიარებულია, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება.

თან არ დაგვავიწყდეს, რომ ისინი პირდაპირ ამბობენ, თუ სააკაშვილი შეწყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას, თან არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაშიც, ისინი სისხლის სამართლებრივ დევნას შეწყვეტენ და გავიხსენოთ, რომ ყველა საქმე, რომელზეც მას ბრალი წარედგინა, წარედგინა მას შემდეგ, რაც ის ამერიკიდან უკრაინაში დაბრუნდა და თანამდებობა დაიკავა.

2. “შერჩევითი მართლმსაჯულება” – მას ბრალს უყენებენ ისეთ საქმეებზე, რომელსაც თანამდებობაზე ნამყოფ, ან დღეს მოქმედ ნებისმიერ ჩინოვნიკს დაიჭერ, ვისაც კი რაიმე საჯარო საბუთზე ხელი აქვს მოწერილი. მართლმსაჯულება აშკარად შერჩევითია, იმიტომ რომ ამორჩეულია კონკრეტული ადამიანი, თორემ ასეთი საქმეები შეგიძლიათ შეუკეროთ ნებისმიერ ჩინოვნიკს.

3. “სამართლიანი სასამართლოს არარსებობა” – გვეუბნება აშშ, ევროკავშირი და ქვეყნის შიგნითაც აბსოლუტური კონსენსუსია, რომ სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. თუ ვთანხმდებით, რომ სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, სად დადის ეს კაცი ხო. ყველა ვთანხმდებით, რომ იმ დარბაზში, რომელსაც ფორმალურად სასამართლო ჰქვია, იქ სამართლის დადგენა შეუძლებელია.

4. “საზოგადოების პოლარიზება” – Facebook-ზე ტრიალებდა პრეზიდენტმა ფორდმა რატომ არ გააგრძელა საქმე ნიქსონის წინააღმდეგ. საინტერესოა მისი ერთი არგუმენტი: ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა შეიძლება დემოკრატიულ ქვეყნებში შეიძლება დევნა დაიწყოს ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ, მაგრამ, ამას ძალიან სიფრთხილით ეკიდებიან და უკიდურესი ზომაა, არა თუ პატიმრობა, დევნის დაწყებაც კი.

პრეზიდენტმა ფორდმაც თქვა, რომ ეს ისე გააღრმავებს ამერიკულ საზოგადოებაში პოლარიზებას, რომ ამას უფრო დიდი დამანგრეველი ეფექტი ექნება ამერიკული საზოგადოებისთვის, ვიდრე ის, რომ ნიქსონზე “ვოტერგეიტის” საქმის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდეს.

ან ახლა ტრამპი ავიღოთ, 6 იანვრის საქმეზე კონგრესში კომისიაა შექმნილი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა ერიდება, რომ ეს გადაიზარდოს სისხლის სამართლებრივ დევნაში.

5. “გავრცელებული კადრები” – ვანო მერაბიშვილს 2013 წლის 17 დეკემბერს, ტომარა გადააფარეს და გაიყვანეს საკნიდან, აქ კადრები არ იყო, მხოლოდ ეს ფაქტი საკმარისად ცნო სტრასბურგის სასამართლომ, რომ აქ აშკარად პოლიტიკურ დევნასთან გვქონდა საქმე და მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა მერაბიშვილთან მიმართებაში.

მთელმა ქვეყანამ რაც ვნახეთ, სააკაშვილისადმი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, ან როგორ ექცევიან მას დღეს, ეს ხომ მე-5 საფუძველია იმისა, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ აქ არანაირ სამართალთან არ გვაქვს საქმე.

6. “მტკიცებულებების არარსებობა საქმეებში” – თვითონ საქმეებში თუ ჩავიხედავთ, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება სააკაშვილის წინააღმდეგ და ნებისმიერმა იურისტმა იცის, რომ მესამე პირის მონაყოლი, რომ “მე მეორე პირმა მითხრა, რომ თურმე იმან რაღაც ჩაიდინა” – ასეთ რამეზე, არათუ უმაღლესი თანამდებობის პირზე, არამედ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც სამართლიანი სასამართლოა, არც ერთი სამართლებრივი დევნა არ დაიწყებოდა,- თქვა ჭიაბერაშვილმა.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა გადაცემაში აღნიშნა, ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში, ამ 6 მიზეზიდან, ერთიც საკმარისი იქნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებულიყო.

დაკავშირებული -პოსტები

ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...

დაწვრილებითDetails

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.   „155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან! ზაქარია...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

იარაღის მუქარით მოქალაქეებს ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე

ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ისევ თავს დაესხნენ

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო....

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილსა და სხვის მოლოდინებს შორის. ნუ იჩქარებ. ფინანსურად კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ არა სპონტანური ხარჯებისთვის. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო საქმეების...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები