კობახიძის გუშინდელი განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება! ამ ჯერზე არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს! – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველო ბოლონიის პროცესიდან გამოდის, რომელშიც გაწევრიანებამ ოცი წლის წინ განაპირობა ქართველი სტუდენტების უმაღლეს ევროპულ სასწავლებლებში მიღება და მათი წარმატება.
„კობახიძის გუშინდელი განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება! ამ ჯერზე არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს! 3+1-ს უმაღლეს სასწავლო სისტემის ციკლზე გადასვლა (ბოლონიის პროცესის 3+2+3 -ის სანაცვლოდ), ამას ნიშნავს!
საქართველო ბოლონიის პროცესიდან გამოდის, რომელშიც გაწევრიანებამ ოცი წლის წინ განაპირობა ქართველი სტუდენტების უმაღლეს ევროპულ სასწავლებლებში მიღება და მათი წარმატება. ეს ნიშნავს ეკვივალენტების დაკარგვას, ევროპული უმაღლესი სასწავლო სივრციდან (EHEA) გამოსვლას… აბა თქვენ იცით! გორელი პედაგოგები აგზავნეთ რუსეთში და თქვენი შვილები კი უძვირეს თბილისის ევროპულ სკოლებში, შემდეგ კერძო ამერიკულ თუ ევროპულ უნივერსიტეტებში!“, – წერს ზურაბიშვილი.