“ამ წუთებში ბალდის მოსახლეობას გვიწევს, საკუთარი სხეულით დავიცვათ ბალდის კანიონი განადგურებისგან! – ბალდის კანიონის შენარჩუნებისთვის გვერდი ვიდეოს ავრცლეებს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
ამ დროისთვის შევძელით ჩაბეტონების დროებით შეჩერება. ადგილზე ვრჩებით და ველოდებით მერიის წარმომადგენლებს და მათ ახალ დასკვნას!” – წერს გვერდი “ბალდის კანიონის შენარჩუნებისთვის”
ცნობისთის, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი 40-წლიანი იჯარით გასცა. ტერიტორია უკვე რამდენიმე თვეა შემოსაზღვრულია და სამუშაოები მიმდინარებს. ადგილზე გათვალისწინებულია ტურისტული ატრაქციების მოწყობა. ბალდის კანიონზე კომპანია „კანიონ 350“ სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს. ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი იქნება. ადგილობრივების ნაწილი ბუნებაში უხეში ჩარევისა და ტერიტორიის დაბეტოების გამო უკმაყოფილებას გამოთგქვამს. მათი თქმით, მშენებლობა არღვევს ეკოსისტემას, ნებართვა კი გაიცა მათთან განხილვის გარეშე. ბალდის კანიონის მცველებმა 22 სექტემბერს აქცია-მსვლელობაც გამართეს, ისინი მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. 6 ოქტომბერს, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა შეხვედრა სოფელ ბალდას მაცხოვრებლებთან, სადაც ბალდის კანიონის დაცული ტერიტორიის განვითარების პროექტისა და გეგმების შესახებ უნდა ესაუბრათ, რაც მოსახლეობამ მორიგ შეურაცხყოფათ შეაფასა.










