სამოქალო აქტივისტები და ”რუსეთი ოკუპანტიას” წევრები ქუთაისში ლადო მესხიშვილის თეატრთან აქციას მართავენ. აქცია-პერფომანი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას უკავშირდება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერი წარწერით: “ამ ცხოვრების დედაც!”.
შეგახსენებთ, როგორც ცნობილია, 10 დეკემბერს “112“-ში განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, “მწვანე სკოლის” შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ასევე, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის ლონდა თოლორაიას მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.