19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მასთან ერთად გატარებული წლები.
გიორგის ერთ-ერთმა მეგობარმა ბექამ, რომელიც ამავდროულად მისი გუნდელი იყო, შაქარას დარიგებაზე ისაუბრა, რა დროსაც მან ცრემლები ვერ შეიკავა.
„შაქარა ძალიან კარგი ადამიანი იყო. ძალიან რელიგიური ადამიანი. როცა გუნდელები ვიყავით, სულ ერთად ვიყავით. ესეთი რაღაც მითხრა, დარიგება მომცა, სანამ ვარჯიში დაიწყებაო, ან როცა თამაში გექნებაო, გასვლამდე თქვი ეს სიტყვებიო: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ძალიან დაგეხმარებაო. ყოველთვის ამ სიტყვებს ვიძახი. ამ სიტყვებზე ყოველთვის შაქარა მახსენდება” – თქვა გიორგის მეგობარმა ბექა ფილფანმა.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/1249269728737868/?t=125&v=1249269728737868










