,,ამ პოსტს ასე დავარქვი – “ვითხოვ კანონის მიღებას!”
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასა და არაგვის პირას განვითარებულ ტრაგედიას ერთი საერთო აქვთ. ორივე შემთხვევაში საბედისწერო ჩხუბის გაგრძელება, დასახმარებლად ახალგაზრდების მეორე ჯგუფის დაძახებამ გამოიწვია.
ზოგადად, ახალგაზრდებში ჩხუბის განვითარებას ვერაფრით ვერ გამოვრიცხავთ. ჩხუბი ჩვენს ცხოველურ ბუნებაში დევს. თუმცა მისით გამოწვეული მძიმე შედეგების პრევენცა ნამდვილად შეიძლება. ამაზე, ბავშვების აღზრდისას უნდა იზრუნოს საზოგადოებამ. უპირველესად ოჯახმა, თემმა, სკოლამ და ასე შემდეგ. ახალგაზრდებთან ხშირად უნდა ტარდებოდეს
ჩხუბის შედეგზე საუბარი,
რათა წინასწარ იქნას გაანალიზებული ჩუბით დამდგარი შედეგის სიმძიმე.
რაც შეეხება ჩხუბის გაგრძელებას და ჩხუბში სხვა პირების მოწვევას, უნდა განიხილენოდეს, როგორც კრიმინალური ქმედება და მკაცრად უნდა ისჯებოდეს. ამ კანონის შექმნა, ამოქმედება და ამ მისი საზოგადოებამდე მიტანა შეამცირებდა ჩხუბების ტრაგიკული ფინალის დადგომას.
ორმოცდამეთერთმეტე სკოლისა და მცხეთის წვეულებაზე მომხდარ ინცინდენტში დამატებითი ჯგუფები რომ არ ჩარეულიყვნენ, დაპირისპირებები ტრაგიკულ ფინალამდე არ მივიდოდა.
ერთადერთი ლეგიტიმური ძალა სამართლიანობის აღდგენისა და ჩხუბის ინსპირატორის (დამნაშავის) დასჯისათვის (შეჩერებისათვის) უნდა იყოს პოლიცია.
საზოგადოებამ, და მათ შორის ახალგაზრდებმაც, უნდა იცოდნენ, რომ ჩხუბში პოლიციის ნაცვლად თუ სხვა ჯგუფს მოიწვევენ ეს კონფლიქტის გამწვავების რისკს გაზრდის და ამისათვის ისინი სისხლის სამართლით დაისჯებიან.
აი ეს კანონი უნდა გახდეს ტრაგიკული შედეგის პრევენცია.
მე ვითხოვ კანონის მიღებას! “_წერს ჟურნალისტი მამუკა ყუფარაძე.
“ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები,ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები” – გრენლანდიის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი დონალდ ტრამპს
გრენლანდიის არჩევნებში გამარჯვებული მემარჯვენე-ცენტრისტული „დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი, იენს-ფრედერიკ ნილსენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გრენლანდიელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. „ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები. არა, ჩვენ არ...