წვიმის წყალი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა და წყალი გზაზე გადავიდა და სახლებში შევიდა. ასევე ნალექმა გორდის და კინჩხის დამაკავშირებელი გზა დაკეტა .აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად ადგილზე მძიმე ტექნიკამ მუშაობა დილიდან დაიწყო- აღნიშნა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა სრულად გაწმენდილია და ავტომანქანები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. ჯურხაძემ ასევე ხონში წელს მიმდინარე და გასანხორციელებელ პროექტებზეც ისაუბრა. მერმა სოფელი ახალშენი გამოყო, სადაც წყლის შეყვანა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა დაგეგმილი. გზის დაგებაა დაგეგმილი სოფლებში კუხი და სოფელი სუხჩა , ხოლო რაც შეეხება ახალბედისეულს აქ სამუშაოები 2021 წლამდე გადაიდო . „ 2-3 კვირაში დაიწყება გორდის სკოლის რეაბილიტაცია და ერთ წელიწადშო გორდს გარე ეზოთი მოწყობილი საჯარო სკოლა ექნება“- აღნიშნა ჯურხაძემ
სოფელ ნოღაში, ოჯახი ზვიად გეგუჩაძეს ეძებს
სიციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ზვიად გეგუჩაძის დაკარგვის შესახებ. ბავშვი სოფელ ნოღიდან არის. მას ოჯახი ეძებს : სოფ. ნოღიდან სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა: ზვიადი გეგუჩაძე. დაკვირდით ფოტოს თუ ვინმეს გეცნობათ...