LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამ მასშტაბის სკანდალი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, შესაძლოა, ვარლამ გოლეთიანი და სასულიერო პირები გაწიროს – რომან გოცირიძე “ნამახვანჰესზე”

ამ მასშტაბის სკანდალი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, შესაძლოა, ვარლამ გოლეთიანი და სასულიერო პირები გაწიროს – რომან გოცირიძე “ნამახვანჰესზე”

დაპოსტა 2025/07/04-ში
A A
1.6k
ნახვა
გაზიარება

ამ მასშტაბის სკანდალი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. საუბარია 450 მილიონ დოლარზე. თუ ვერ გადაიხდიან, ბიუჯეტიდან უნდა მისცენ ჩვენი გაღატაკების ხარჯზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება “ენკას” მოთხოვნილ თანხას არ გადაუხდის, შესაძლოა, ვარლამ გოლეთიანი და ის სასულიერო პირები გაწიროს, რომლების მეშვეობითაც ჩაიშალა “ნამახვან ჰესის” მშენებლობა.

“წარმოუდგენელი რამ ხდება. ამ მასშტაბის სკანდალი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, სამწუხაროდ, ამას არ აქცევს ყურადღებას არც მედია. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს ის კატასტროფა, რაც მოხდა. მორჩა სასამართლო უკვე. საქართველოს მთავრობას უჩივლა “ენკას” შვილობილმა კომპანიამ, რომელიც დარეგისტრირებულია აშშ-ში, ამიტომ მიდის ვაშინგტონში მეორე სასამართლო და ამერიკული “ენკაა” ის, ვინც “ნამახვანს” აშენდა. “ნამახვანის” პროექტი ჩაშალა საქართველოს მთავრობამ. ეს არის წარმოუდგენელი შეცდომა, ვინაიდან, ენერგეტიკულად დამოუკიდებელი საქართველო მუდამ ვიქნებით მიბმული რუსეთზე და მეორეც – ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ვარლამის აქციებს, კარვის ქალაქები გააშლევინა რესპუბლიკის მოედანზე და ხელისუფლების ხელშეწყობით, იძულებული გახდა ინვესტორი, გაქცეულიყო. გათვალა ყველაფერი იდეალურად, ვინაიდან, მას უნდა ჩაედო 800 მილიონი დოლარი, ინვესტიციის ამოღების ვადა იყო 15 წელიწადი და მომავალ 15 წელიწადში უნდა გასულიყო რამდენიმე ასეულ მილიონ მოგებაზე. ახლა 15 თვეში იშოვა თურქულმა კომპანიამ 400 მილიონი დოლარი. საფრანგეთის პარიზის სასამართლო არბიტრაჟმა საქართველოს დააკისრა 383 მილიონი. სამჯერ მიმართა “ენკამ” საქართველოს მთავრობას – დეკემბერში, იანვარში ორჯერ და ვინაიდან ამერიკის იურისდიქციის წარმომადგენელი კომპანიაა “ენკა”, რომელიც საქართველოში შემოვიდა, წავიდა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქის სასამართლოში უკვე აღსრულებაზე და პროცესი მიდის.

წარმოუდგენელია. ამ 383 მილიონს განაცდენები და პროცენტები ემატება. ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს ამ ვარლამს გაწირავს და იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ქუჩაში დადიოდნენ და იტყვიან, რომ ესენი იმართებოდნენ და ისინი, დიდი ალბათობით, მართლაც იმართებოდნენ რუსეთის მიერ. დღეისათვის, საუბარია 450 მილიონ დოლარზე. ამას მოჰყვება ყველა აქტივის დაპატიმრება, რაც კი საქართველოს აქვს, იქნება წარმოუდგენელი საერთაშორისო სკანდალი. თუ ვერ გადაიხდიან, მაშინ უბრალოდ ბიუჯეტიდან უნდა მისცენ ჩვენი გაღატაკების ხარჯზე”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

თურქული კომპანია “ენკა” “ნამახვან ჰესის” პროექტის ჩაშლისთვის არბიტრაჟში მოგებულ თანხას ითხოვს.

გაზიარება657

დაკავშირებული -პოსტები

გია ბარამიძე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
გია ბარამიძე დააკავეს
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...

დაწვრილებითDetails

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მთავარი

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

დაწვრილებითDetails

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა – შიო III

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის...

დაწვრილებითDetails

კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება – კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება - კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ...

დაწვრილებითDetails

ახალი საწყისი – როგორ იმოქმედებს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 24 ივლისის ახალი მთვარე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს
მთავარი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი 11 სექტემბრის ახალმთვარეობის შესახებ საუბრობს. „11 სექტემბერს ველოდებით ახალმთვარეობას ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც მოხდება მის 18°25′ -ზე, GMT დროით 03:27 -ზე, ხოლო საქართველოს დროით 07:27 საათზე. ასტროლოგიურად, ეს...

დაწვრილებითDetails

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუკზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ წარდგენილი საქმის წარმოება შეწყვიტა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლა ოზურგეთში

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლები იყო ოზურგეთში - "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ორი დღის წინ თავისუფლების (კვირიკეთი-ყოფილი ნესტორ კალანდარიშვილის) ქუჩაზე, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე კახა დუმბაძე მსუბუქად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სად და როგორ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ. იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი...

დაწვრილებითDetails

მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"