“ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს, ამიტომ, დღეს შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე, მით უმეტეს გვაქვს ამის კარგი მაგალითები, გადაავადოს ამ ვეტოს დაძლევა და გაჩნდეს სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ამ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ზოგადად მიმაჩნია, რომ მესმის, ის დაძაბულობა რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ამ კანონს ჰყავს როგორც მომხრეები, ისე ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის გააჩნია ხელისუფლებას და ხშირად, ჩემი აზრით, უკან დახევა, ეს არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს. […] მოგიწოდებთ სუყველას, მხედველობაში მიიღოთ ეს და ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს” -თქვა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ
გია ბარამიძე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...










