ამ დროისთვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც ადგილიდან სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები იტყობინებიან, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მერიის შენობაში არსებული საპირფარეშოს ექსპერტიზის ჩასატარებლად შევიდნენ.
„ექსპერტ-კრიმინალისტები ერთი კვირის დაგვიანებით შევიდნენ ჩხოროწყუს მერიაში საპირფარეშოს ექსპერტიზისთვის“,-ამბობს „პრაიმტაიმნიუსთან“ მოძრაობა „შეცვალეს“ ადგილობრივი წარმომადგენელი ოთო შენგელია.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე არ იმყოფება მერი დავით გოგუა, რომელიც გუშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დაიბარეს, ხოლო დღეს თბილისში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის 12-მდე მოსწავლეს ე.წ. შაბათობის ფარგლებში მერიის რამდენიმე ოთახი და საპირფარეშო დაასუფთავებინეს. აქციის ინიციატორი მერიის ყოფილი თანამშრომელი ეთერ ჯაფარიძე იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ თვითნებურად მოქმედებდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში აღძრულია საქმე სსკ-ის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს.