“საქართველოსთვის” ცაგერის მერობის კანდიდატის ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილი დაცხრილეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბენდელიანის და ავრცელებს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ მანქანაზე საბურავები დაუჭრეს “საქართველოსთვის” კიდევ ერთ წევრს სალომე ღონღაძეს. ინფორმაციას ღონღაძე თავად ავრცელებს.
გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ ყველა წევრზე უპრეცედენტო ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს მმართველი გუნდის წევრებისგან.
ექსპრემიერის გუნდი გომელაურის და შოთაძის უწყებას მოუწოდებს, კონკრეტული ფაქტები ობიექტურად გამოიძიონ.