მოქალაქე, რომელიც ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში ცხოვრობს იქ არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს. ანა ჟორჟოლიანის თქმით ამ ადგილზე ცხოვრება უკვე შეუძლებელია, რადგან მოუწესრიგებელია გზა, საკანალიზაციო სისტემა, ვერ ხერხდება ნაცემი წყლის შეკავება, მოსახლეობას კი თავის ძალებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ტერიტორიას ძეგლთა დაცვის სააგენტო აკონტროლებს.
,,მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავახობთ:
,,ალბათ ქუთაისელების 99% არ გეცოდინებათ რომ ბაგრატის ტაძრის ეზოში ვცხოვრობთ 2 ოჯახი. მინიმუმ 50 წელია ვითხოვთ ან საცხოვრებლით დაგვაკმაყოფილონ ან შეგვიქმნან საცხოვრებელი პირობები: გზა, კანალიზაცია და ნადენი წყალის შეკავება. ფერდობიდან,რომელიც თავზე ადგას სახლებს ყოველი წვიმის დროს შემოდის წყალი,კედლები ჩვეულებრივად ლპება. მერიაში არაერთხელ დავწერეთ განცხადება, მაგრამ თურმე ქალაქს არ ვეკუთვნით, ძეგლთა დაცვას უნდა მიმართოთო. ძეგლთა დაცვამ ჯერ თქვენთვის არ გვცალია და თან არქეოლოგიური გათხრები უნდა ჩავატაროთო, ეს გვითხრეს 20 წლის წინ. 20 წელია არავის არაფერი გაუკეთებია. სახლმა დანგრევა და დაშლა რომ დაიწყო და საცხოვრებლად უვარგისი და საშიში ხდებოდა, იძულებული გავხდი ჩემი ძალებით დამეწყო წყლის შეკავება, მაგრამ ჰოი საოცრებავ თურმე არ მაქვს უფლება ეს ყველაფერი გავაკეთო. თურმე არ მაქვს უფლება სახლს ნორმალური ჭიშკარი და ღობე გავუკეთო. როცა ბაგრატის ტაძრის ყველა დამთვალიერებელი ჩემ ეზოში შემოდის ხედის გამო. ეზო სავსეა წამლის შპრიცებით. ჩვეულებრივად შემოდიან ძროხები.ხსირად ყოფილა შემთხვევა რამე საქეიფოთაც შემოსულან ჩემს ეზოში.
ამ ადგილზე ცხოვრება უკვე შეუძლებელია. თავს ვერც დაცულად ვერ ვგრძნობთ და ვერც ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. ამ ყველაფერ სიკეთეს ისიც ემატება რომ ალბათ 10 წელია ბაგრატის ტაძრის ეზო არ გაწმენდილა ბალახებისგან და ხეებისგან. არ გამოვრიცხავ ცოტა ხანში ეს ნანგრევები სულ დაიშალოს და თავზე დაგვეყაროს. შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები და დატკბეთ.
ჯერ მარტო ეს ეზო არის მთელი ქალაქის და ძეგლთა დაცვის სირცხვილი.
რომელ ძეგლს იცავთ?
@ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall
@საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო” – წერს სოციალურ ქსელში ანა ჟორჟოლიანი.










