LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ამსტერდამიდან სპეცრეისით საქართველოს 184 მოქალაქე დაბრუნდება

დაპოსტა 2020/04/14-ში
81
ნახვა
გაზიარება

დღეს, 14 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი, თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით.

საგარეო საქმეთა უწყების ცნობით, აღნიშნული რეისით სამშობლოს დაუბრუნდება საქართველოს 184 მოქალაქე, მათ შორის, ტრანზიტული მგზავრები აშშ-დან, ბელგიიდან, ბრაზილიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, იაპონიიდან, ინდონეზიიდან, კანადიდან, მალტიდან, ტაილანდიდან და ნორვეგიიდან.

გარდა ამისა, მგზავრთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე, მათ შორის განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები.

“ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით და ბორტზე ვიცავთ ჭადრაკისებრ განთავსების პრინციპს. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც გვყავს ბევრი ტრანზიტული მგზავრი, ასეთი არის 14 აპრილის ამსტერდამის რეისი. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ ამსტერდამის რეისის ბორტი სრულად შეივსოს და მოქალაქეებს ჰქონდეთ თვითმფრინავის სრული შემადგენლობით სარგებლობის შესაძლებლობა,” – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში  უკვე დაბრუნდნენ მოქალაქეები ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან და ლარნაკადან.

14 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 5,238 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 5,866 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით საკოორიდნაციო საბჭოს დავალებით ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს, საბჭოვე მითითებით ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

გაზიარება33

დაკავშირებული -პოსტები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

იანვარი 27, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორისა და გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ინგლისში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იანვარი 27, 2026
16
მთავარი

ინგლისში ქართველი ემიგრანტი, ვახო მინჯია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია, სოციალურ ქსელში ვრცელდება. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვრცელდება. მას სამშობლოში ოთხშაბათს ჩამოასვენებენ და ზუგდიდში შაბათს დაკრძალავენ.

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად კვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

იანვარი 27, 2026
10
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული მ.ზ. და 1981...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ – გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მდივანი

იანვარი 27, 2026
11
მთავარი

საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მესამე მდივანმა, რუსლან სტროგანოვმა, გაერო-ს...

დაწვრილებითDetails

საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს – მერი ლოულორი

იანვარი 27, 2026
10
მთავარი

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვას ეხმაურება. მისი განცხადებით, საქართველოში უფლებადამცველები დაშინების, მუქარისა და...

დაწვრილებითDetails

„მზეჭაბუკი, რომელმაც თან წაიყოლა მზის სითბო და სხივები…“ – ტრაგედია ლანჩხუთში

იანვარი 27, 2026
152
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთში. გურია 19 წლის საბა წილოსანს ემშვიდობება. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მართლაც ვერ მოძებნი სიტყვებს ამ მწუხარების გადმოსაცემად. ამბობენ, მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდაო...“, - წერენ „ფეისბუქზე“.

დაწვრილებითDetails

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი – კლერ ტუოდე

იანვარი 27, 2026
5
მთავარი

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კლერ ტუოდემ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჩვენი რეკომენდაციაა, საქართველომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები გამოიძიოს – მარი რამბახი

იანვარი 27, 2026
13
მთავარი

გერმანია საქართველოში ადამიანის უფლებების სწრაფი გაუარესებით ძალიან შეშფოთებულია , - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში გერმანიის მუდმივი წარმომადგენელობის მრჩეველმა, მარი რამბახმა, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე...

დაწვრილებითDetails

გიორგი ვაშაძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა

იანვარი 27, 2026
29
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქემზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა გირაოს შეფარდებისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს საგამოძიებო უწყებისთვის...

დაწვრილებითDetails

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს

იანვარი 27, 2026
202
მთავარი

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. როგორც ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილმა აცხადებს, ღუდუშაური წუხელ დააკავეს. მისივე ინფორმაციით, დაკავებული ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. „ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. ახლა ჩავერთე საქმეში. როგორც...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».