ამერიკის ხელისუფლება უახლოეს დღეებში ინდოეთს კორონავირუსთან საბრძოლველად 100 მილიონ დოლარზე მეტი სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარება.
“ინდოეთისადმი სოლიდარობის მიზნით, რომელიც კორონავირუსის შემთხვევების ახალ ტალღას ებრძვის, შეერთებული შტატები ქვეყანას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გასაწევად, უახლოეს დღეებში, 100 მილიონ დოლარზე მეტ პროდუქციას მიაწოდებს”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
აღინიშნა, რომ პირველი ამერიკული თვითმფრინავი ინდოეთში 29 აპრილს გაემგზავრება.
კერძოდ, დახმარების სახით, შეერთებული შტატები ინდოეთს მიაწოდებს სასუნთქ აპარატებს, 1,1 ათას ჟანგბადის ბალონს, 15 მილიონ დამცავ ნიღაბს და 1 მილიონ კორონავირუსის სწრაფ ტესტს.
გარდა ამისა, ვაშინგტონის ადმინისტრაციამ ბრძანება გასცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის “AstraZeneca”-ს 20 მილიონი დოზა ინდოეთს გადაეცეს. ასევე ქვეყანას მიეწოდება 20,000 რემდესვირის პრეპარატი ინფექციის სამკურნალოდ.