ცნობილი ამერიკელი მუსიკალური პროდიუსერი, ფილ სპექტორი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სპექტორი ციხეში დაიღუპა, სადაც ის მსახიობ ლანა კლარქსონის მკვლელობისთივს სასჯელს იხდიდა.
სპექტორი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი იყო პოპ-მუსიკის ისტორიაში, ის იყო როლინგ სტოუნზის, ბიჩ ბოიზის, ბითლზის, შერის, რამონესის, ლეონარდ კოენის, სელინ დიონის და სხვათა პროდიუსერი და არანჟირების ავტორი, მას ბრალად ედება, რომ 2003 წელს საკუთარ სახლში ცეცხლასროლი იარაღით მოკლა 40 წლის მსახიობი ლანა კლარკსონი. 6-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სპექტორს 19 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.










