ამას პოლიტიკური ელფერი არ უნდა მიეცეს, ჩვენ ვართ სპორტსმენები და გვინდა სპორტი გადავარჩინოთ – ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს მთავარმა მწვრთნემა მიხეილ აშვეთიან ტორპედოს სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
“უკვე ორი თვეა ვერ გადაწყდა ქუთაისის ტორპედოს საკითხი. გულშემატკივრები და ყველა ვინც დარჩენილი ვართ თანამშრომლები, ქუთაისის ვეტერანი ფეხბურთელები, ყველას აწუხებს ეს შეკითხვა, მაგრამ როდესაც უყურებთ სიტუაციას კონკრეტულ პასუხებს ვერ ვიგებთ. ვერ დავიწყებთ ძიებას ვისი დანაშაულია, შეიძლება არავის დანაშაული არაა.
ქუთაისის ტორპედო მარტო ქუთაისისთვის არ არსებობს, ეს იყო მთელი ქართული ფეხბურთის, როგორც ვამბობთ, ერთ-ერთი მიმწოდებელი თბილისის დინამოსთვის და საქართველოს მეორე ნაკრები.
კიდევ ერთი მოწოდება მინდა გავაკეთო ვისაც ქუთაისის ტორპედოში უთამაშია და გული შეტკივა გადავარჩინოთ ეს გუნდი. მთავრი არის რომ დღესდღეობით გუნდი მიიღებს თუ არა მონაწილეობას ჩემპიონატში კი არა, შეიძლება საერთოდ ლიგაში ვერ მიიღოს მონაწილეობა.
ბევრჯერ იყო ნათქვამი რომ ქუთაისში ბევრი ბავშვია, რომელსაც ფეხბურთის თამაში უნდა და ყველას უწევს წაიყვანონ სხვა ქალაქებში, სადაც უკეთესი პირობებია. ამიტომ მე მივმართავ ქალაქის მერიას, მთავრობას, ფედერაციას რომ ამ მდგომარეობაში დაეხმარონ ქუთაისის ტორპდოს, რისი შესაძლებლობაც იქნება.
ამას პოლიტიკური ელფერი არ უნდა მიეცეს, ჩვენ ვართ სპორტსმენები და გვინდა სპორტი გადავარჩინოთ” – განაცხადა ქუთაისის ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ.
ტოპერპედო-ს ფანები და კლუბის მწვრთნელები და ადმინისტრაციის თანამშრომლები პასუხისმგებლობას გუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ქუთაისის მერიას აკისრებენ. მათ პრესკომფერენციას გამართეს, აქციების დაწყება და შიმშილობა დაანონსეს.
https://www.facebook.com/MEGATVgeOfficial/videos/217117685987554/
ტორპედოს თანამშრომლები პასუხისმგებლობას ქუთაისის მერიას აკისრებენ და აქციებს აანონსებენ