,,ზეგ არჩევნებია და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თვითმმართველობის არცერთ არჩევნებს არ ჰქონია ასეთი დიდი მნიშვნელობა.
ეს არჩევნები შესაძლოა იყოს ხსნა ყველასთვის – იმ ხალხისთვისაც, ვინც ხელისუფლებაშია და იმათთვისაც, ვისაც ხელისუფლებაში უნდა ყოფნა.
არ ვკარგავ იმედს, რომ ეს არჩევნები ბიძგს მისცემს ახალი ტიპის პოლიტიკის დაწყებას ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკის, რომელიც მის მთავარ ფუნქციას დაიბრუნებს.
და მაინც, ჩვენზე, ამომრჩევლებზე არის ბევრი რამ დამოკიდებული. ხელისუფლებას ყოველთვის აშინებს საარჩევნო უბნებთან ბევრი ამომრჩევლის მისვლა, რადგან კარგად იცის ამომრჩეველი ასე როდის იქცევა – მაშინ, როცა არსებული ძალიან აღარ მოსწონს.
და სანამ 2 ოქტომბერს სახლიდან გავალთ, ან გავიდეთ თუ არა ამაზე ფიქრს დავიწყებთ, საკუთარ თავს ვკითხოთ, ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, როგორშიც გვინდა ცხოვრება? თუ პასუხი არაა, დღეს ერთადერთი რამის გაკეთება შეგვიძლია – მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ იმის შეცვლას, რაც ასე არ მოგვწონს. და ამას თუ არ გავაკეთებთ, ვიცოდეთ, რომ სახლში ჯდომით ჩვენ ავირჩიეთ ჭაობში ცხოვრების გაგრძელება.” – წერს გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.










