“გადავწყვიტეთ 11 სექტემბერს 14:00 საათზე შევიკრიბოთ ქალაქის მერიასთან და მოვითხოვოთ ნებისმიერი გზით კლუბისთვის საჭირო თანხის გამონახვა. ვინაა დამნაშავე მომხდარში, ვინ რას უცდის და ა.შ., ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს! მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს – „ტორპედო“ უნდა გადარჩეს, გააგრძელოს არსებობა და იყოს წარმატებული კლუბი.
ქუთაისს „ტორპედო“ სჭირდება. „ტორპედოს“ გარეშე ჩვენს ქალაქში ფეხბურთი მოკვდება…
მოგიწოდებთ ყველა გულშემატკივარს, ვისაც გული შეგტკივათ „ტორპედოზე“, 11 სექტემებრს 14:00 საათზე მოდით მერიასთან!
მოგიწოდებთ ყყველა მშობელს, ვისაც პატარა ფეხბურთელები გეზრდებათ, 11 სექტემბერს 14:00 საათზე მოდით მერიასთან და დაიცავით ის მომავალი, რომლებსაც თქვენს ბავშვებს ართმევენ!
მოგიწოდებთ ყველა ქუთაისელს, ვისთვისაც ეს ქალაქი და მისი ღირებულებები მნიშვნელოვანია, 11 სექტემბერს 14:00 საათზე მოდით მერიასთან.
ქუთაისს „ტორპედო“ სჭირდება. „ტორპედო“ ქართულ ფეხბურთსაც სჭირდება!”-წერია საფეხბურთო კლუბის “ტორპედო”-ს ფან-კლუბის მიერ გავცელებულ განცხადებაში. “ტორპედო”-ს უკვე რამდენიმე თვეა ფინანსური პრობლემები აქვს. კლუბი ფეხბურთლებს ხელფას არა უხდის. შედეგად გუნდი უმეტესობამ დატოვა. ეს თამაშზეც აისახა, გუნდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო. ფან კლუბის წევრები ზაალ ჩაჩავას კლუბის მფლობელის “ტორპედო”-დან წასვლას და ახალი ინვესტორის შემოყვანას მოითხოვენ . ქუთაისის მერიამ გუნდის დაბრუნების პროცესი უკვე დაიწყო ..